Job Openings QA Manual Tester

About the job QA Manual Tester

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

პოზიცია: ტესტერი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 89 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროგრამული პროდუქტის სპეციფიკაციების გარჩევა და ანალიზი
  • ტესტირების პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების დაფიქსირება და პრიორიტეტების განსაზღვრა
  • პროგრამული პროდუქტის ხარისხზე და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა
  • ტესტირების დოკუმენტაციის მომზადება (Test Case/Check Lists, Test Plan)
  • ახალი პრაქტიკების გაცნობა და მათი გამოყენება პროგრამული პროდუქტის გასაუმჯობესებლად
  • მჭიდრო კომუნიკაცია გუნდთან და პროექტში მონაწილე როლებთან

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • აღნიშნული მიმარულებით 1+ მუშაობის გამოცდილება (მნიშვნელოვანია საბანკო გამოცდილება)
  • ტესტირებასთან საჭირო დოკუმენტების მომზადების გამოცდილება
  • მობილურ/ვებ აპლიკაციებთან მუშაობის გამოცდილება
  • HTML/CSS საბაზისო ცოდნა
  • SQL/Postman ცოდნა
  • Jira/Confluence მუშაობის გამოცდილება
  • Agile მეთოოლოგიების ცოდნა
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა
  • ინიციატიურობა და აქტიურობა
  • ინგლისური ენის ცოდნა

ვაკანსიის დედლაინი 2025 წლის 27 იანვარი

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი