Job Openings ლოჯისტიკი

About the job ლოჯისტიკი

დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი

პოზიცია: ლოჯისტიკი

სამუშაო ადგილი: თბილისში

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 95 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

სამუშაოს აღწერა:

  • არსებული შიდა წესის დაცვით საკურიერო საქმიანობის შესრულება
    დასარიგებელი დოკუმენტაციის დანიშნულების ადგილზე მიტანის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომელთა ტრანსპროტირება სამუშაო საქმიანობების შესასრულებლად;
  • შიდა გადაადგილების რეესტრის წარმოება;
    ფილილალებში არსებული კომპანიის ავტომობილის მოვლა;
  • წინასწარ შეთანხმებულ საქმიანობის საფუძველზე დღის განრიგის გაწერა;
  • უშუალო ხელმძღვნელთან ორგანიზაციაში მოსვლისა და გასვლის დროის აღრიცხვა/შეთანხმება;
  • მოთხოვნის საფუძველზე, საოფისე ინვენტარის შეძენა;
  • ავტომობილის მუდმივად სუფთა და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
  • ავტომობილის მართვის უსაფრთხოების ყველა წესის დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში სერვისცენტრის მხარდაჭერა, მცირე რეკონსტრუციისთვის ხელოსნის მოძიება ლოკალურად,რომელიც შეცვლის ნათურას, კარის სახელურს , ონკანს და ა.შ.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ყურადღებიანობა
  • პასუხიმგებლობიანი;
  • სამუშაოს დაგეგმვის უნარი
  • დროის მართვის უნარი;

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

განცხადების მიღების ვადა: 28 მარტი, 2025 წელი.

#გახდიკრედოელი

შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.