Job Openings
უფროსი სესხის ოფიცერი ზუგდიდი1-ში
About the job უფროსი სესხის ოფიცერი ზუგდიდი1-ში
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: უფროსი სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი 1
თანამდებობის მიზანი:
უფროსი სესხის ოფიცერი პასუხისმგებელია კლიენტებისათვის სესხის მომსახურების განხორციელებაზე, სს ,,კრედო ბანკი-ს (კრედო), საკრედიტო სტრატეგიის შესაბამისად. უფროსი სესხის ოფიცერი პასუხს აგებს მისი პორტფელის ეფექტურ მართვასა და კლიენტების მხრიდან სასესხო შენატანის დროული გადახდის უზრუნველყოფაზე. ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
ზოგადი
- კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაგება და მხარდაჭერა;
- ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, შესაძლებლობების ფარგლებში, ზედამხედველის მიერ დასახული ამოცანების შესრულება;
- საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
- ორგანიზაციის წინაშე პატიოსნებისა და ერთგულების მაღალი დონის წარმოჩენა.
სპეციფიკური
- საკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის, ცოდნა და დაცვა;
- კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
- ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
- ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
- კლიენტების მოზიდვა;
- კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
- კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
- კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს გეგმის შედგენაში, სხვადასხვა ტიპის ფინანსურ საკითხებსა და დოკუმენტაციის დამუშავებაში;
- რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
- სესხის გაცემის პროცესში ჩართვა, საჭიროების შემთხვევაში;
- სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
- პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაცია და ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
- ახალი სესხის ოფიცრების დატრეინინგება;
- საქმიანი ურთიერთობის დამყარება სოფლის კონსულებთან და მათი საქმიანობის ზედამხედველობა;
- კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
- მომსახურების სტანდარტების შესრულება;
- კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა;
- სესხის ოფიცრის პრაქტიკანტების ტრეინინგი და სწავლება 1 - 3 თვის ვადაში;
- პროცესის გაუმჯობესების მიზნით, საკრედიტო და არასაკრედიტო მიმართულებით პროცედურების ცვლილებების შეთავაზება მენეჯმენტისათვის;
- სესხის მენეჯერის ყველა მოვალეობის შესრულება მისი არ ყოფნის შემთხვევაში;
- სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- კრედოში სესხის ოფიცრად მუშაობის მინიმუმ 18-თვიანი გამოცდილება;
- განვითარებაზე ორიენტირებული
- გუნდში მუშაობის სურვილი და უნარი;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა კარგად;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- ძირითადი ბიზნეს პრინციპებისა და ეთიკის ნორმების ცოდნა.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა : 13 დეკემბერი, 2024