Job Openings მომსახურების კონსულტანტი ფოთში

About the job მომსახურების კონსულტანტი ფოთში

დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი

პოზიცია:მომსახურების კონსულტანტი (დეკრეტული შვებულების შემცვლელი)

სამუშაო ადგილი:ფოთი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

სამუშაოს აღწერა:

  • კლიენტის დახვედრა, დახმარების შეთავაზება, გადამისამართება და/ან შესაბამისი მომსახურეობის გაწევა
  • კლიენტების რიგითობის დაცვის უზრუნველყოფა;
  • კლიენტებისათვის დახმარების გაწევა სწრაფი გადახდის აპარატებთან და Mycredo-ს აპლიკაციით სარგებლობისას.
  • სერვისცენტრში არსებული მარაგების კონტროლი და აღრიცხვა;
  • სერვისცენტრში წესრიგისა და სისუფთავის დაცვის კოორდინირება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის დამხმარე პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომუნიკალურობა და კლიენტების მიმართ პოზიტიური განწყობა;
  • თანამედროვებელი ტექნოლოგიების გამოყენებით დონეზე ცოდნა;
  • კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
  • თვითმოტივირებული, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 20 დეკემბერი, 2024 წელი

#გახდიკრედოელი