Job Openings უძრავი ქონების უმცროსი შემფასებელი

About the job უძრავი ქონების უმცროსი შემფასებელი

დამსაქმებელი: სს ,,კრედო ბანკი"

თანამდებობა: უძრავი ქონების უმცროსი შემფასებელი

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

კრედო ბანკი 26 წლიანი სტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 89 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.

#გახდიკრედოელი

პოზიციის მიზანია

  • პოზიციის მთავარი მიზანია სს კრედო ბანკის -თვის (კრედო) უძრავი ქონების შეფასება/მომსახურების გაწევაზე, კრედოს მიზნების, სამუშაო სტრატეგიების, შემუშავებული პოლიტიკა/პროცედურების მიხედვით.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი პასუხისმგებლობები:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწერება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;

სპეციფიური პასუხისმგებლობები:

  • ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონების შეფასება;
  • უძრავი ქონების რევიზია გადამოწმების მიზნით (არასაკრედიტო დანიშნულებით);
  • პოლიტიკით გაწერილი გამონაკლისების განხილვა/დადასტურება;
  • სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვის ადეკვატურობის ანალიზი;
  • გარე კომპანიების შეფასებების მონიტორინგი;
  • შიდა საბანკო კონსულტაციები საგირავნო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის/ბიზნესის/ფინანსების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სავალდებულოა ფლობდეს უძრავი ქონების შეფასების სერტიფიკატს;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა:
  • განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

განცხადების მიღების ვადაა: 18 ოქტომბერი, 2024 წელი

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი