About the job მარკეტინგული კომუნიკაციების უფროსი ოფიცერი
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: მარკეტინგული კომუნიკაციების უფროსი ოფიცერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
__________________________________________________________
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 94 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორაციულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.
#გახდიკრედოელი
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
- პროდუქტების KPI-ზე დაყრდნობით მარკეტინგული სტრატეგია-ბიუჯეტის და ტაქტიკის შემუშავება და მენეჯერთან წარდგენა;
- მართოს რიგი საკომუნიკაციო არხები და მისი პასუხისმგებლობის არეების ჭრილში განახორციელოს დაგეგმილი კამპანიების მაღალი ხარისხით/ვადების დაცვით აღსრულება: ოფლაინ არხები, რადიო, სატელევიზიო განთავსება, ბეჭდვური მედია;
- საკომუნიკაციო არხების ამოცანების შესაბამისი დიზაინი/ქოფი მოსამზადებლად სრულყოფილი ბრიფის მომზადების უზრუნველყოფა;
- უზრუნველყოს დაგეგმილი ვიდეო რგოლების გადაღების სრულფასოვნად აღსრულების პროცესი პარტნიორ სააგენტოებთან ერთად;
- მართოს სხვა, მასზე საჭიროებისამებრ დაკისრებული, მარკეტინგული პროექტები;
- აწარმოოს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული არხების/კამპანიების რეპორტინგი;
- დახმარება გაუწიოს სუპერიორს გუნდის პასუხისმგებლობის არეების უკეთ შესრულების მიზნით;
- უზრუნველყოს საკუთარი და დეპარტამენტის პასუხისმგებლობის არეების უკეთ შესრულების ხელშემწყობი იდეების გენერაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ახალი პროდუქტების ბრენდირების შექმნის შესაძლებლობა;
- მაღალ დონეზე ცოდნა - Adobe Photoshop, Adobe Illustration, UI/UX; დიზაინი, მოძრავი გრაფიკა, პრინტ, AI დიზაინი;
დამატებითი მოთხოვნები :
- მინ. 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პიზიციაზე მუშაობის;
- რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა;
- Microsoft Office მაღალ დონეზე ფლობა
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარჩვევები;
- დროის მენეჯმენტი;
- პასუხისმგებლიანობა;
- გუნდური მუშაობის უნარჩვევები;
- კარგი ორგანიზატორული უნარჩვევები;
- შემოქმედებითი აზროვნება;
- მზაობა ქვეყნის შიგნით და გარეთ მოგზაურობისადმი;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია.
განცხადების მიღების ვადა: 10 დეკემბერი, 2024 წ.
#გახდიკრედოელი
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი