Job Openings რეგიონალური იურისტი

About the job რეგიონალური იურისტი

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

პოზიცია: რეგიონალური იურისტი

სამუშაო ადგილი: ბათუმი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

სამუშაოს აღწერა:

· სესხების დამტკიცებამდე მსესხებლების მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით (ასეთი შემთხვევის არსებობისას);

· სასამართლოში სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;

· მესამე პირებთან ორგანიზაციის ინტერესების დაცვა;

· ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე სხვადასხვა სანოტარო აქტების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება;

· თვის/კვარტლის/წლის სტატისტიკები და ანაგარიშები რეპორტების სახით მომზადება და მენეჯმენტთან გაგზავნა;

· პრობლემური მსესხებელების/თავდებების საქმის/ების სასამართლოსთვის მომზადება (სარჩელების მომზადება/შეტანას/საქმის წარმეობა).

· საჯარო რეესტრის ამონაწერების შემოწმება.

· საქმის წარმოების პროცესში მტკიცებულებების მოპოვება.

· რეგიონის იურისტებზე ქვემდებარე ოფისების თანამშრომელთა სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა ორგანიზაციის საქმიანობის ფარგელებში.

· პრობლემური სესხის დაფარვის მიზნით სხვადასხვა ალტერნატიული გზების შეთავაზება მსესხებელზე და მასთან დაკავშირებულ პირებზე (თავდებები, გარანტორები) სატელეფონო საუბრებისა და ვიზიტების მეშვეობით;

· თვეში ერთხელ ყველა დაქვემდებარებულ ოფისის თანამშრომლებთან შეხვედრა უშუალოდ ან/და ელექტრონული კომუნიკაციის გზით სამართლებრივი პრობლემური საკითხების განხილვა;

· საქმეების სააღსრულებო ბიუროებში წარდგენა და სააღსრულეობო წარმოების პროცესში ჩართულობა დროული და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება.

· იძულებითი აუქციონის მართვა და კონტროლი;


ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ან ადვოკატთა გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • იურისტად მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა განიხილება დამატებით უპირატესობად;
  • მართვის მოწმობა/ავტომობილის ქონა;

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

განცხადების მიღების ვადა: 9  დეკემბერი, 2024 .

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.