About the job Testing Automation Engineers Team Leader
დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი
პოზიცია:ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრების ჯგუფის უფროსი
სამუშაო ადგილი:თბილისი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
სამუშაოს აღწერა:
- ფუნქციონალური სპეციფიკაციების განხილვა და უკუკავშირი;
- ავტომატური ტესტირების გეგმის და სტრატეგიის შედგენა;
- პრიორიტეტების, რისკების და გეგმების ცვლილების შემთხვევაში, ტესტირების სტრატეგიის გადახედვა;
- სხვადასხვა მოდულების ფუნქციონალის ხარისხის კონტროლი;
- რესურსების მართვა და ალოკაცია;
- ავტომატური ტესტირების პროცესის მართვა და კონტროლი;
- სატესტო მონაცემების და ავტომატური ტესტირების დოკუმენტაციის კონტროლი;
- ტესტერების ჯგუფის მენტორობა, ცოდნის გაზიარება და განვითარებაზე ზრუნვა ;
- გუნდის წევრებისთვის მიზნების დასახვა და დასახული მიზნების მიღწევაში მხარდაჭერა;
- გუნდის წევრების დახმარება გადაწყვეტილებების მიღებაში, პრობლემების გადაჭრაში და სხვა ყოველდღიურ საქმიანობაში;
- ავტომატური ტესტირების სტანდარტების, პროცედურების და პოლიტიკის შემუშავება/გაუმჯობესება;
- პოტენციური კადრების შეფასება, ინტერვიუების ჩატარება და ახალი კადრების შერჩევა;
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია, საბანკო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მათემატიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე სფეროში;
- საბანკო სექტორში, ტესტირების მიმართულებით, 2+ წლიანი გამოცდილება;
- კოდის ორგანიზება
- დიზაინ პატერნები
- API სერვისების ცოდნა
- SQL-ს ცოდნა
- Postman-ის ცოდნა
- Selenium an Cypress ცოდნა
- Java ან JS საპროგრამო ენებიდან ერთ ერთის ცოდნა
- Zephyr Scale
- RestAssured with Java
- რეპოზიტორთან მუშაობის გამოცდილება( Azure, GIT, GitLab)
- CI/CD პროცესების აწყობა და გამართვა სატესტო გარემოზე
- ბაგ რეპორტი და ხარვეზების იდენტიფიკაცია Allure-ს გამოყენებით
- ორგანიზაციული სტრუქტურის კარგი ცოდნა;
- ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების და განვითარების უნარები;
- ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული პროგრამების მიმდინარე ტენდენციებისა და ინოვაციების ცოდნა;
- ადმინისტრაციული და ანალიტიკური უნარები;
- ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე კომუნიკაციის უნარი;
- კრიტიკული აზროვნება, პრიორიტეტების განსაზღვრისა და დაბალანსების უნარი;
- კონფლიქტების მართვის უნარი, პოზიტიური და მიუკერძოებელი გზებით;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- გუნდის მართვის და განვითარების ძლიერი უნარები
ვაკანსიის დედლაინი 2024 წლის 1 დეკემბერი
შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი