Job Openings მარკეტინგული კვლევების ოპერატორი

About the job მარკეტინგული კვლევების ოპერატორი

პოზიცია - მარკეტინგული კვლევების ოპერატორი
ექვემდებარება - მარკეტინგული კვლევების ჯგუფის უფროსს

პოზიციის მიზანი

კვლევის ფარგლებში შერჩეულ რესპონდენტებთან ზარის განხორციელება, კვლევის
რესპონდენტების ინტერვიუირება კითხვარის შესაბამისად და შედეგების ასახვა ბაზაში. საჭიროების შემთხვევაში საპილოტე ინტერვიუების ჩატარება.


სპეციფიური პასუხისმგებლობები:

  • მომხმარებლებთან გამავალი ზარების განხორციელება და სატელეფონო ინტერვიუების ჩატარება სხვადასხვა კვლევის ფარგლებში, მოთხოვნის შესაბამისად დადგენილ ვადებში;
  • საპილოტე სატელეფონო ინტერვიუების განხორციელება და რეკომენდაციების ჩამოყალიბება კითხვართან მიმართებაში;
  • მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ზუსტი აღრიცხვა შესაბამის ბაზაში;
  • მომხმარებლის მიერ მოწოდებული ტექსტუალური ინფორმაციის პირველადი დამუშავება, კოდირება და გადატანა ბაზაში;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა ზარების/განაცხადების/ონლაინ ჩატის და სოციალური ქსელით მიღება/დამუშავება;
  • მომხმარებლებისათვის სრულყოფილად ინფორმაციის მიწოდება და კონსულტირება ბანკის პროდუქტების, პირობების, სერვისებისა და პროცედურების შესახებ.

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიზის უნარი;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი დონე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 22 ნოემბერი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.