Job Openings
Junior system administrator
About the job Junior system administrator
პოზიცია: უმცროსი სისტემური ადმინისტრატორი
ექვემდებარება: ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების უფროსი
პოზიციის მიზანი:
უმცროსი სისტემური ადმინისტრატორი პასუხისმგებელია კრედო ბანკში არსებული სერვერული და მონაცემთა სანახის ინფრასტრუქტურისა და მასზე არსებული ელექტრონული ინფრასტრუქტურის მომსახურება.
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
ზოგადი:
- კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
- საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
- ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
- ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
- სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
- ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, ზედამხედველის მიერ წამოყენებული
ამოცანების შესრულება, შესაძლებლობების ფარგლებში;
სპეციფიკური:
- კრედო ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში (მთავარი, სარეზერვო) არსებული ქსელური ინფრასტრუქტურის და სისტემური სერვისების მხარდაჭერა;
- კრედო ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში (მთავარი, სარეზერვო) სისუფთავის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- სერვერული ინფრასტრუქტურის კომპონენტების და სერვისების მონიტორინგი არსებულ სისტემებში და ალერტებზე მყისიერი რეაგირება და მოგვარება;
- (Vmware ESXi, Microsoft Hyper-v) სერვერების ინფრასტრუქტურაში ვირტუალური მანქანების შექმნა, არსებული ვირტუალური მანქანების მხარდაჭერა;
- სარეზერვო ასლების პოლიტიკის მიხედვით სარეზერვო ასლების აღდგენა და ტესტირება;
- ბანკში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული პოლიტიკების რეალიზება და დაცვა;
- ქსელში ფაილების გაცვლის სისტემის მომსახურება: ფაილების და საქაღალდეების სტრუქტურის აგება, მომხმარებლების წვდომების დამატება და შეცვლა;
- Office 365, Active Directory , DNS , DHCP Server, Windows Servers, Exchange Server, Skype for Business server და სხვა პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული სერვისების ადმინისტრირება და მართვა;
- ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა და სენიორთან/თიმ ლიდთან ერთად დანერგვა;
- სერვის დესკზე შემოსულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა
- (SLA ფარგლებში);
- ბანკში დანერგილი ITSM პროცესების (Incident, Problem, Change და ა.შ) გათვალისწინება და გამოყენება;
- ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება.
- მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.
- სასურველია ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ან 1 წლიანი ტექნიკური მხარდაჭერის თანამშრომლის პოზიციაზე;
- ITIL სტანდარტების ზოგადი ცოდნა;
- ტრენინგები MS Server ადმინისტრირებაში და ვირტუალიზაციაში;
- სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook და ა.შ);
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
- გუნდურად მუშაობისა და სიახლეებთან ადაპტირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
- სასურველია სერვერული ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა;
- პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
- ინგლისური ენის ცოდნა A2 დონეზე, სასურველია B1 დონეზე;
- რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა და დროის მენეჯმენტი
- არის პროაქტიული და აქვს ოუნერშიფის (პრობლემაზე პასუხისმგელობის) მაღალი გრძნობა