Job Openings Junior VoIP Administrator

About the job Junior VoIP Administrator

პოზიციის მიზანი:

უმცროსი VoIP ადმინისტრატორი პასუხისმგებელია კრედო ბანკში არსებული VoIP ინფრასტრუქტურის სისტემების მართვასა და ადმინისტრირებაში.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
  • ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, ზედამხედველის მიერ წამოყენებული

ამოცანების შესრულება, შესაძლებლობების ფარგლებში;

სპეციფიკური:

  • კრედო ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში, (მთავარი, სარეზერვო) სათაო ოფისში და ფილიალებში არსებული VoIP ინფრასტრუქტურის სერვისების მხარდაჭერა;
  • კრედო ბანკის ფილიალებში არსებული VoIP ინფრასტრუქტურის (ვირტუალური ტელეფონის, ფიზიკური ტელეფონის) კონფიგურაციების გამართვა, ყოველდღიური მხარდაჭერა და ადმინისტრირება.
  • VoIP სერვისების (SIP ჩართვების, ჩამწერების, სერვერების, სერვისების და ა.შ) მონიტორინგის სისტემებში ჩამატება, ალერტებზე მყისიერი რეაგირება და მოგვარება;
  • მიმდინარე და ახალი VoIP პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
  • VoIP სისტემების დოკუმენტაციის შექმნა, განახლება და მოწესრიგება, კონფიგურაციისა და სერვის კატალოგების ჩათვლით;
  • ჩანაწერების სერვერიდან სარეზერვო შემნახველ დისკებზე გადატანა;
  • კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად სხვადასხვა VoIP დავალებების შესრულება;
  • VoIP სისტემების განახლებებში პროაქტიული ჩართულობა და მონაწილეობის მიღება;
  • Cisco Call Manager - ის სისტემაში მომხარებლების, ტელეფონების, ჩანაწერების ადმინისტრირება და მართვა;
  • Asterisk/Elastix/FreePBX - ის სისტემაში მომხარებლების, ტელეფონების, ჩანაწერების ადმინისტრირება და მხარდაჭერა;
  • ბანკში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული პოლიტიკების რეალიზება და დაცვა;
  • VoIP სისტემებთან დაკავშირებული ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა და სენიორთან/თიმ ლიდთან გაზიარება - დანერგვა;
  • სერვის დესკზე/JIRA-ში შემოსულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა (SLA ფარგლებში);
  • ბანკში დანერგილი ITSM პროცესების (Incident, Problem, Change და ა.შ) გათვალისწინება და გამოყენება;
  • ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება.

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.

  • სასურველია ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ან 1 წლიანი ტექნიკური მხარდაჭერის თანამშრომლის პოზიციაზე;
  • ტრეინინგები Cisco და VoIP ტექნოლოგიების ადმინისტრირებაში;
  • ქსელის ადმინისტრირების საბაზისო ცოდნა (IP, VLAN, Routing, access lists);
  • ITIL სტანდარტების ზოგადი ცოდნა;
  • სასურველია Asterisk/Elastix/Cisco Call Manager მუშაობის გამოცდილება;
  • სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook და ა.შ);
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
  • გუნდურად მუშაობისა და სიახლეებთან ადაპტირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
  • სასურველია სერვერული ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა A2 დონეზე, სასურველია B1 დონეზე;
  • რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა და დროის მენეჯმენტი
  • არის პროაქტიული და აქვს ოუნერშიპის (პრობლემაზე პასუხისმგელობის) მაღალი