Job Openings IFRS იმპლემენტაციის და ავტომატიზაციის ოფიცერი

About the job IFRS იმპლემენტაციის და ავტომატიზაციის ოფიცერი

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: IFRS იმპლემენტაციის და ავტომატიზაციის ოფიცერი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 89 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემო;
  • პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები;
  • კორპორატიული ღონისძიებები;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები:

ზოგადი:

  • კრედოს ფილოსოფიისა და მიზნების გააზრება და მხარდაჭერა;
  • ხელმძღვანელის მიერ დადგენილი მიზნების დაცვა და მუშაობა ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად;
  • კრედოს პოლიტიკისა და პროცედურის შესაბამისი ყველა საქმიანობის განხორციელება;
  • კომპანიის მიმართ ლოიალურობის, კეთილსინდისიერებისა და ინტეგრაციულობის გამოვლენა;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა, შესაბამისი წერილობითი დასტურით.

მოვალეობები:

  • ფინანსური და ეროვნული ბანკის რეპორტების ავტომატიზაცია, რეპორტებში ცვლილებების საჭიროებისას ტესტირებაში მონაწილეობის მიღება;
  • IFRS-ში შესული ცვლილებების და ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი სიახლეების განხილვა, ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია და ანგარიშგების ფორმების განახლებულ რეგულაციებთან მოყვანაში მონაწილეობა;
  • არაგეგმიური დავალებების განხილვა IFRS იმპლემენტაციის და ავტომატიზაციის განყოფილების უფროსთან და მოთხოვნილ დროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
  • აუდირების პროცესში ჩართულობა შესაბამისი პასუხისმგებლობის ფარგლებში;
  • საჭიროებიდან გამომდინარე სხვა სათანადო დავალებების შესრულება.

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში ან დამამთავრებელ კურსზე ყოფნა;
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • კომპიუტერული უნარების ფლობა, მათ შორის Microsoft Word, Excel, Sql და Power Bi;
  • Excel-ის უმაღლეს დონეზე ფლობა, მათ შორის მონაცემთა ანალიზის საშუალებების (შემაჯამებელი ცხრილები, ფილტრები, ფინანსური ფორმულები და ა.შ.) ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა(ბალანსი, საშემოსავლო უწყისი, ფულადი სახსრების უწყისი, ფინანსური მაჩვენებლები);
  • დავალებათა სიმრავლისთვის თავის გართმევისა უნარი;
  • დავალებების გაწერილ ვადებში დასრულების და კომპლექსური ვადების გრაფიკის დაცვის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 18 ოქტომბერი



შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი

სს კრედო ბანკი