Job Openings საოპერაციო პოლიტიკების განვითარების ოფიცერი

About the job საოპერაციო პოლიტიკების განვითარების ოფიცერი

პოზიცია - საოპერაციო პოლიტიკების განვითარების ოფიცერი

ექვემდებარება - საოპერაციო პოლიტიკების განვითარების განყოფილების უფროსს

პოზიციის მიზანი :

საოპერაციო პოლიტიკების განვითარების ოფიცერი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს კრედო ბანკის ოპერაციების პროცესების, პოლიტიკების, პროცედურების, სახელმძღვანელოებისა და ფორმების შემუშავებაში და უზრუნველყოს დოკუმენტების განახლება საჭიროების მიხედვით.

ზოგადი პასუხისმგებლობები:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს). სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
  • საკრედიტო ოპერაციების პროცესების ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება;
  • პოლიტიკების მომზადება შესაბამისი პროექტის/პროდუქტის მფლობელთან და გუნდის სხვა წევრებთან თანამშრომლობით. საჭიროების შემთხვევაში, პროცესთან დაკავშირებული რისკების შეფასება და ანალიზი იმისა, რომ პროექტის ყველა ასპექტი შეესაბამება საოპერაციო პოლიტიკის არსებულ წესებს;
  • საკრედიტო პროცესების/პროდუქტების პოლიტიკების შემუშავება და დანერგვა სერვისცენტრებში;
  • სერვისცენტრების პერსონალთან ურთიერთობა და მათთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა საოპერაციო პოლიტიკასთან/პროცესებთან დაკავშირებით;
  • საოპერაციო პოლიტიკის საკითხების შესახებ სატესტო შეკითხვების მომზადება ყოველწლიური ატესტაციისათვის. სატესტო შეკითხვების რეგულარული განახლება პოლიტიკის ცვლილებების შესაბამისად;
    საოპერაციო პოლიტიკის რეგულარული განახლება დანერგილი ცვლილებების გათვალისწინებით;
  • საოპერაციო პროცესების/პოლიტიკის მომზადებასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება, საოპერაციო პოლიტიკის განვითარების განყოფილების თანამშრომლების
    დახმარება;
  • რეგულარული შეხვედრები კრედოს სერვისცენტრების და რეგიონალურ თანამშრომლებთან, ასევე, სათაო ოფისის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებთან, მათგან საუკეთესო პრექტიკის აღმოჩენის/დადგენის მიზნით.

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • კრედოში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • კრედოში არსებული საკრედიტო პოლიტიკისა და პროცედურების ცოდნა;
  • შესანიშნავი წერითი უნარები ქართულ ენაში;
    კარგი კომუნიკაციის უნარები;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების (MS Word, Excel) კარგი ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • კარგი ანალიტიკური უნარები;
  • ერთდროულად რამდენიმე დავალიებაზე მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26 ივლისი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი