Job Openings უნივერსალური მოლარე მარტვილში

About the job უნივერსალური მოლარე მარტვილში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: უნივერსალური მოლარე მარტვილში

კრედო ბანკი 25 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • პროფესიული ტრენინგები.

პოზიციის მიზანი:

უნივერსალური მოლარე პასუხისმგებელია სს კრედო ბანკის სერვის ცენტრებში ნაღდი ფულისა და ფასეულობის (ეროვნული და უცხოური ვალუტა) მიღება / გაცემაზე, უნაღდო ოპერაციებსა და კლიენტების სხვადასხვა მომსახურებაზე, ბანკის პოლიტიკების და პროცედურების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

  • ფულადი შენატანების მიღება ორგანიზაციის კლიენტებისგან;
  • თანხების გაცემა ორგანიზაციის კლიენტებზე;
  • სწრაფი ფულადი გზავნილების გაგზავნა/განაღდება;
  • ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად ავტორიზაცია;
  • უცხოური ვალუტის ნაღდი ფულით კონვერტაციის ოპერაციები;
  • საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა;
  • ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმება;
  • ყოველი დღის ბოლოს სალაროში არსებული ფულის დათვლა და შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
  • ახალი კლიენტის რეგისტრაცია;
  • კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;
  • კლიენტის მონაცემების რედაქტირება და სავალდებულო განახლება;
  • ანგარიშის გახსნა და ვალუტის დამატება;
  • კლიენტის მოთხოვნით ანგარიშის ამონაწერის მომზადება;
  • ერთი კლიენტის ანგარიშებს შორის გადარიცხვის მომსახურება (ლარი და უცხოური ვალუტა); · კრედო ბანკის კლიენტებს შორის გადარიცხვის მომსახურება (ლარი და უცხოური ვალუტა);
  • კრედო ბანკთან ანგარიშსწორების ოპერაციების შესრულება;
  • გარე სალარე/საბიუჯეტო გადარიცხვების მომსახურება;
  • უცხოური ვალუტის კონვერტაციის ოპერაციები უნაღდო ანგარიშსწორებით;
  • ანაბრების გახსნა და შევსება;
  • MasterCard ბარათის განაცხადის რეგისტრაცია (Standard და უსახელო)
  • უსახელო MasterCard ბარათის გაცემა;
  • Mycredo ინტერნეტ-ბანკის რეგისტრაცია, იუზერის აღდგენა
  • სმს პაკეტის რეგისტრაცია;
  • გზავნილის განაღდება Myredo-ს მეშვეობით
  • სხვა და სხვა საკომისიოს დაკავების ოპერაციები;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

  • უმაღლესი განათლება შემდეგი მიმართულებებით: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება;
  • სავალდებულოა საბანკო სფეროში ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • პოზიტიური კომუნიკაციის უნარი
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • სრულყოფილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული სასურველია;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 21 ოქტომბერი