About the job DevOps ინჟინერი
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: DevOps ინჟინერი
კრედო ბანკი 25 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 86 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორაციულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.
ზოგადი პასუხისმგებლობები::
- მხარდაჭერის პორტალის მეშვეობით მასზე გადაწერილი მხარდაჭერის მოთხოვნების პროცედურების მიხედვით დამუშავება.
- კრედოს ფილოსოფიის და მიზნების გაგება და მხარდაჭერა.
- მუდმივად იმუშაოს ორგანიზაციის დასახული მიზნების მისაღწევად.
- ყველა აქტივობის წარმართვა კრედოს პოლიტიკისა და პროცედურების დაცვით.
- გამოავლინოს ორგანიზაციისადმი ერთგულება და გამოიჩინოს პატიოსნებისა და კეთილსინდისიერების მაღალი დონე.
- დაიცვას ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობები პოლიტიკის შესაბამისად.
- დაესწროს ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგებს.
- კვლევის შედეგების მიხედვით მოთხოვნების გადაბარება შესაბამის რგოლზე პრობლემის მოგვარების მიზნით (დეველოპერები, სისტემური ადმინისტრატორები, ბაზის ადმინისტრატორები და სხვა);
სპეციფიური პასუხისმგებლობები
- მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაცია სხვადასხვა გუნდის წევრებთან პრობლემური საკითხების სწორედ პრიორიტიზაციის და ეფექტური აღმოფხვრის მიზნით;
- აპლიკაციების პერფორმანსის მონიტორინგი, გაუმჯობესების, სტაბილურობის და საიმედოობის სფეროების დადგენა;
- ცოდნის ბაზის გაუმჯობესება, განმეორებითი პრობლემის პერიოდული გავლა და მათი ავტომატიზაციის და გასწორების გზების დასახვა;
- აპლიკაციების მუშაობის და წარმადობის მეტრიკების მონიტორინგი
- პასუხისგებლობის ქვეშ არსებული სერვისის შეთანხმებული დონის (SLA), სისტემის ხელმისაწვდომობის, სიმძლავრეების მართვისა და წარმადობის ინდიკატორების შენარჩუნება;
- სერვისზე წვდომის უფლებების მართვა;
- სისტემის დოკუმენტაციის შექმნა და მართვა;
- აპლიკაციების კონფიგურაციის ცვლილება, დადასტურებული მოთხოვნების საფუძველზე და შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით - Patching და Version Control;
- აპლიკაციაში აღმოჩენილი პრობლემის შემთხვევაში მათი მყისიერი მოგვარება ან/და ესკალაცია შესაბამიი პირებთან;
- იდენტიფიცირებული პრობლემების დარეპორტება შესაბამის ვენდორ კომპანიებთან;
- აპლიკაციების განახლების ავტომატურ პროცესში ჩართვა და ყველა არსებული აპლიკაციის დამატება.
- აპლიკაციების ავტომატიზაცია და ცოდნის ბაზის გაუმჯობესება
- შემოშავებული DevOps მეთოდოლოგიების შესრულება და გაუმჯობესობა
- CI/CD-ში გამოყენებული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის და მონიტორინგის უზრუნველყოფა;
ინფორმაციული უსაფთხოება
- ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად.
- ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
- ინფორმაციული აქტივების დაცვის უზრუნველყოფა (დელეგირებული) აქტივის მფლობელის მიერ დადგენილი გარანტიებისა და კონტროლის გზით.
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.
- აუცილებელია Microsoft Windows სერვერებთან მუშაობის გამოცდილება;
- უცილებელია Linux (Ubunty, CentOs) გამოცდილება
- აუცილებელია ვირტუალიზაციასთან (VMware) მუშაობის გამოცდილება;
- მინიმუმ 2 წელი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში
- აუცილებელია ITIL v3/v4 ის ცოდნა; სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად
- კონტეინერულ ტექნოლოგიებთან (Docker, Kubernetes) მუშაობის გამოცდილება
- Helm Chart- სამუშაო გამოცდილება
- აუცილებელია Bash, PowerShell და Python სკრიპტინგ ენების ცოდნა; სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად
- ინფრასტრუქტურა-როგორც-კოდი IaaC ტექნოლოგიებთან სამუშაო გამოცდილება (Terraform, Ansible).
- Load Balancer-ებთან მუშაობის გამოცდილება (Ngnix, HaProxy, Cloudflare)
- მონაცემთა ბაზების ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა (MS SQL);
- სხვა ფართოდ გავრცელებული DevOps Tool-ებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- Cloud ინფრასტრუქტურასთან სამუშაო გამოცდილება (Azure); AWS-ის გამოცდილება მისასალმებელია
- CI/CD Pipeline-თან მუშაობის გამოცდილება (Azure DevOps, Jenkins, Git, etc)
- სასურველია მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Grafana, Zabbix, Prometeus, Dynatrace)
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, სასურველია C1 ან ზედა დონე;
- წერილობითი კომუნიკაცია (როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე);
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
- ცვლილებების მართვის უნარი
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
- სტრესულ გარემოში მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.