About the job ბანკირი-ექსპატ სერვის ცენტრში
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: ბანკირი
სამუშაო ადგილი: თბილისი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 86 ფილიალით არის წარმოდგენილი.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
- სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- პროფესიული ტრენინგები
თანამდებობის მიზანი:
ექსპატ კლიენტების ბანკირი პასუხისმგებელია მიზნობრივ სეგმენტზე რჩეული საბანკო მომსახურების პროდუქტის გაყიდვაზე და რჩეულ კლიენტებზე ხარისხიანი, მაღალი სტანდარტების მომსახურების გაწევაზე.
სამუშაო აღწერილობა:
- რჩეული კლიენტების მოზიდვა,
- რჩეული კლიენტებისთვის კრედოს პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა;
- რჩეული კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება;
- რჩეული კლიენტების კონსულტაცია და პრობლემის არსებობის შემთხვევაში, პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართულობა;
- მუდმივი კონტაქტი რჩეულ კლიენტებთან და მათთვის ახალი დანერგილი პროდუქტების/მომსახურების გაცნობა და შეთავაზება;
- რჩეული კლიენტებისთვის:
- მიმდინარე ანგარიშის გახსნა და ანგარიშების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
- ვადიანი ანაბრების გახსნა და ანაბრებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
- კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
- სესხის გაცემასთან და სესხის დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
- სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
- პლასტიკური ბარათით მომსახურების შეთავაზება და შესაბამისი განაცხადის დარეგისტრირება; პლასტიკური ბარათების და პინ-კოდების გაცემა;
- უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
- განაცხადების მიღება სალარე და სავალუტო ფულად გზავნილებზე, ასევე მათი განაღდება შესაბამისი ინტრუქციების საფუძველზე;
- კლიენტთა ანგარიშებიდან ამონაწერის სხვადასხვა სახის ცნობების მომზადება და გაცემა;
- სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა;
- კლიენტთა ანგარიშების მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულება;
- რჩეული კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;
- სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ;
- დასახული გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- სავალდებულოა საბანკო სექტორში საკრედიტო ან საოპერაციო მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, მნიშვნელოვანია გაყიდვებისა და მომხმარებელთან მომსახურების გამოცდილება
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ/რუსულ ენებზე;
- ადმინისტრაციული და ანალიტიკური უნარები;
- სიახლის, ინოვაციების მარტივად მიღების უნარი;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 19 სექტემბერი.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.