Job Openings საცალო მენეჯერი ქვემო იმერეთში

About the job საცალო მენეჯერი ქვემო იმერეთში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: საცალოს მენეჯერი ქვემო იმერეთში

სამუშაო ადგილი: ხონი, წყალტუბო, აბაშა

კრედო ბანკი 25 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 81 ფილიალით არის წარმოდგენილი. #გახდიკრედოელი

  • თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს;
  • პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას:

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

#გახდიკრედოელი

თანამდებობის მიზანი:

საცალოს მენეჯერი პასუხისმგებელია სს კრედო ბანკის სერვის ცენტრის საბანკო მომსახურების გაწევაზე, კრედოს მიზნების, მისწრაფებების და სამუშაო სტრატეგიიდან გამომდინარე. მოვალეობები შეიცავს საცალო/საკრედიტო ფუნქციების ყოველდღიურ შესრულებას.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, დასახული ამოცანების შესრულება;
  • მოვალეობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების კეთილსინდისიერად შესრულება და ერთგულების მაღალი დონის წარმოჩენა.

სპეციფიკური:

  • საცალო პროდუქტების პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსის, ბიზნესის ქცევების, ბანკის კორპორატიული ღირებულებების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის, ცოდნა და დაცვა;
  • კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • თანამშრომლის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
  • ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • სამუშაო ადგილისთვის აუცილებელი მატერიალურ/ტექნიკური ბაზის გამართულად მუშაობის კონტროლი და მათი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);

კლიენტების მომსახურების ფუნქციები:

  • არსებული და ახლად დანერგილი პროდუქტებით ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
  • საბანკო მომსახურების პირობებში ცვლიელებების შესახებ ინფორმაციის დროული გავრცელება კლიენტთა მომსახურების თანამშრომლებს შორის (კლიენტთა მრჩეველებზე და მომსახურების კონსულტანტებზე);
  • კლიენტთა მომსახურებისას შექმნილი არასტანდარტული პრობლემების და საკითხების გადაჭრა;
  • კლიენტთა მომსახურებაში ჩართული თანამშრომლების შორის ფუნქციების ეფექტურად განაწილების უზრუნველყოფა;
  • საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
  • კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში, რაც არ გულისხმობს მათ ნაცვლად საბანკო დოკუმენტაციის შევსებას;
  • კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;
  • მიმდინარე ანგარიშის გახსნა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის და ანგარიშების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • კლიენტებისთვის ანაბრების გახსნა და ანაბრებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
  • სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
  • სესხის დაფარვასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;
  • ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ნაღდი ფულის შემოტანის/გატანის, კონვერტაციის მომსახურების გაწევა ნებადართულ ვალუტაში/ებში განსაზღვრული ლიმიტების შესაბამისად;
  • სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
  • კლიენტებისთვის პლასტიკური ბარათით მომსახურების შეთავაზება და შესაბამისი განაცხადის დარეგისტრირება;
  • კლიენტებზე პლასტიკური ბარათების და პინ-კოდების გაცემა.
  • უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
  • განაცხადების მიღება სალარე და სავალუტო ფულად გზავნილებზე, ასევე მათი განაღდება შესაბამისი ინტრუქციების საფუძველზე;
  • კლიენტთა ანგარიშებიდან ამონაწერის სხვადასხვა სახის ცნობების მომზადება და გაცემა;
  • კლიენტების მოზიდვა და კრედოს პროდუქტების აქტიურად გაყიდვა;
  • კლიენტთა ანგარიშების მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულება;
  • ბანკნოტებისა და მონეტების სინამდვილისა და გადასახდელად ვარგისიანობის განსაზღვრა, ყალბი ან საეჭვო ბანკნოტებისა და მონეტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების მოთხოვნა განსაზღვრული წესების შესაბამისად;
  • დაზიანებული ეროვნული ბანკნოტებისა და მონეტების ექსპერტიზის ჩატარების მიზნით სალაროს მუშაკებისთვის გადაცემა;
  • მატერილალური პასუხისმგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება და მისი მიზეზით წარმოქმნილი დანაკლისების ანაზღაურება;

საზედამხედველო და მენეჯერული ფუნქციები:

  • არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ საბანკო მომსახურების და არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების მართვა და კოორდინაცია;
  • კლიენტთა მრჩეველების სამუშაო ადგილების საოფისე ნივთებით, აღჭურვილობით, ავეჯით და სხვა მარაგების უზრუნველყოფის კონტროლი და სერვის-ცენტრის მართველის დროული ინფრომირება შექმნილი პრობლემების შესახებ;
  • სერვის-ცენტრის საინფორმაციო მასალით აღჭურვის კონტროლი და დროული მოწესრიგების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების სწავლება და განვითარება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მოტივაციაზე ზრუნვა;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია და დროული უკუკავშირის მიცემა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების ყოველდღიერი პერფრომანსის მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების და რეზერვი თანამშრომლების რესურსის დაგეგმვა და სწორად გადანაწილება. დაქვემდებარებული თანამშრომლების შვებულების დაგეგმვა და რეზერვების რესურსის კონტროლი.
  • პერსონალის შერჩევაში მონაწილეობის მიღება. ახალ აყვანილი გუნდის წევრების მომზადების და დატრეინინგების უზრუნველყოფა.
  • კლიენტების მომსახურების სივრცეში საქმიანი და სასიამოვნო გარემოს არსებობის კონტროლი;
  • კლიენტთა მრჩეველების და სალაროს შორის კლიენტების თანაბრად განაწილების კონტროლი რიგების თავიდან აცილების მიზნით;
  • კლიენტთა მომსახურებაში შექმნილი არასტანდარტული საკითხების და პრობლემების გადაჭრის კოორდინაცია, საჭიროების შემთხვევაში სათავო ოფისის შესაბამის განყოფილებებთან კომუნიკაცია;
  • სხვა კლიენტთა მრჩეველებისთვის მხარდაჭერის გაწევა მომსახურებისას წარმოქმნილი საკითხების და პრობლემების გადაჭრაში;
  • კლიენტთა მრჩეველების მიერ ახლად დანერგილი საბანკო პროდუქტების მომსახურების და გაყიდვის წესების ათვისების კონტროლი;
  • სამუშაო დღის ბოლოს ანგარიშების მომსახურებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ დოკუმენტების შეგროვების, გადამოწმების და სათანადო შენახვის უზრუნველყოფა;
  • კლიენტების პირადი საქმეების მოწესრიგების უზრუნვეყოფა და კონტროლი;
  • კლიენტთა მრჩეველების სამუშაო გრაფიკის (შვებულება, შესვენება, გახანგრძლივებული საათების მუშაობა, შაბათს მუშაობა) გეგმების შედგენა და მათი შესრულების კოორდინაცია;
  • ფასეულობების საცავის მართვის პროცესებში მონაწილეობა (გახსნა, დახურვა, გადათვლა და ა.შ.) მართველის მიერ შედგენილი განრიგის მიხედვით;
  • სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ;
  • კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
  • კლიენტთა მრჩეველების მიერ კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვის კონტროლი;
  • პასუხისმგებელია ყველა მის მიერ შესრულებული ოპერაციის სისწორეზე სერვის
  • ცენტრის მართველის წინაშე. რჩეული კლიენტების მომსახურეობა
  • კლიენტის კონსულტაცია და მომსახურება არასაკრედიტო მიმართულებით;
  • არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
  • მუდმივი კონტაქტი კლიენტთან და პრობლემების არსებობის შემთხვევაში მათი პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართულობა.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.

  • უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
  • კლიენტთა მრჩევლად კრედო ბანკში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სერვის ცენტრის მდებარეობიდან გამომდინარე;
  • საკრედიტო და საოპერაციო პოლიტიკების კარგი ცოდნა;
  • გაყიდვების და მოლაპარაკების უნარი;
  • პრობლემური სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
  • მენეჯერული ფუნქციების შესრულების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Word, Excel);
  • დაგეგმვის, დროის მენეჯმენტის, რესუსრების გადანაწილების და ორგანიზების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • მოტივირებული, დინამიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ თანამშრომლებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 მარტი 2023 წელი

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.