Job Openings მომსახურების კონსულტანტი ხობში

About the job მომსახურების კონსულტანტი ხობში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკ

პოზიცია:მომსახურების კონსულტანტი

სამუშაო ადგილი: ხობი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 89 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოსმისიისგანხორციელებაჩვენიგუნდიდანიწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.

საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა,რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.


სამუშაოს აღწერა:

  • კლიენტის დახვედრა, დახმარების შეთავაზება, გადამისამართება და/ან შესაბამისი მომსახურეობის გაწევა
  • კლიენტების რიგითობის დაცვის უზრუნველყოფა;
  • კლიენტებისათვის დახმარების გაწევა სწრაფი გადახდის აპარატებთან და Mycredo-ს აპლიკაციით სარგებლობისას.
  • სერვისცენტრში არსებული მარაგების კონტროლი და აღრიცხვა;
  • სერვისცენტრში წესრიგისა და სისუფთავის დაცვის კოორდინირება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის დამხმარე პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომუნიკალურობა და კლიენტების მიმართ პოზიტიური განწყობა;
  • თანამედროვებელი ტექნოლოგიების გამოყენებით დონეზე ცოდნა;
  • კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
  • თვითმოტივირებული, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

#გახდიკრედოელი