About the job უფროსი კლიენტთა მრჩეველი ზუგდიდში
დამსაქმებელი: სს ,,კრედო ბანკი
თანამდებობა: უფროსი კლიენტთა მრჩეველი ზუგდიდში
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი 1
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 86 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორაციულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.
#გახდიკრედოელი
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
- უზრუნველყოფს კლიენტებისთვის საბანკო ოპერაციების, არასაკრედიტო, საკრედიტო, ციფრული პროდუქტების და სერვისების (ბარათები, ანგარიშები, ანაბრები, ციფრული პროდუქტები, ფულადი გზავნილები, გადარიცხვები, ნაღდი/უნაღდო ოპერაციები, კომუნალური გადახდები, სადაზღვეო პროდუქტები, საკრედიტო პროდუქტები და სხვა) მიწოდებას და მომსახურებას ბანკში განსაზღვრული წესების შესაბამისად;
- უზრუნველყოფს არასაკრედიტო, საკრედიტო და ციფრული პროდუქტების/ სერვისების გაყიდვას დაწესებული გეგმის შესაბამისად;
- უზრუნველყოფს არსებული დეპოზიტარების შენარჩუნებას და ახალი პოტენციური დეპოზიტარების მოზიდვას, საკუთარი მოზიდული სახსრების პორტფელის შექმნას და მის ზრდას გეგმის შესაბამისად;
- საცალო ან/და სერვისცენტრის მენეჯერთან ერთად უზრუნველყოფს სერვისცენტრის მიკრო სეგმენტის კლიენტების სადეპოზიტო პორტფელის ზრდასა და შენარჩუნებას დაწესებული გეგმის შესაბამისად;
- აწვდის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს ინფორმაციას პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ. იღებს და პასუხობს კლიენტთა კითხვებს ანგარიშების, გადარიცხვების, მომსახურების ტარიფების შესახებ და ბანკში არსებული ან/და ახალი სერვისების/პროდუქტების შესახებ;
- უზრუნველყოფს მომხმარებელთა ზუსტი საჭიროების დადგენას და საჭიროებებზე მორგებული საკრედიტო, არასაკრედიტო და ციფრული პროდუქტების შეთავაზებას;
- უზრუნველყოფს კლიენტების საჭიროებაზე მორგებულ მომსახურებას დროულად და ხარისხიანად;
- აცნობს კლიენტებს საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებულ სიახლეებს. ამისამართებს კლიენტებს სერვის ცენტრის შესაბამის პერსონალთან არსებული პოლიტიკისა და პროცედურების დაცვით, თუ საკითხები არ შედის მის კომპეტენციაში;
- ამზადებს ხელშეკრულებებს, ცნობებს, განაცხადებს და კლიენტების მიერ მოთხოვნილ სხვა ოპერაციებს ბანკში არსებული პოლიტიკების და წესების შესაბამისად.
- უზრუნველყოფს კლიენტებისთვის სესხის გაცემის პროცესით მომსახურებას, საკრედიტო ხელშეკრულების პირობების გაცნობას და ხელშეკრულებების სათანადო ხელმოწერებით დადასტურებას, ბანკში მოქმედი პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად.
- სრულად ახორციელებს კლიენტების ანგარიშებთან/ანაბრებთან/უნაღდო ოპერაციებთან და ციფრულ პროდუქტებთან დაკავშირებულ ოპერაციებს;
- ახორციელებს პლასტიკური ბარათების (სადებეტო/საკრედიტო) გაყიდვებს, გადასცემს ბარათებს კლიენტებს და ახორციელებს ბარათებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებს კლიენტის მოთხოვნით და დაწესებული გეგმის შესაბამისად.
- უზრუნველყოფს ყველა სამართლებრივ, AML და სხვა პროცედურით გათვალისწინებული დოკუმენტების სისწორეს კლიენტთა მომსახურების დროს;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახდენს კლიენტთა საჩივრებზე: არკვევს პრობლემას, ახდენს პრობლემის კლასიფიკაციას, სთავაზობს პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო გამოსავალს, აწარმოებს შესაბამის შესწორებებს/მოლაპარაკებებს შესაბამის განყოფილებებთან და აკონტროლებს პრობლემის მოგვარების პროცესს;
- უზრუნველყოფს მომხმარებელთა ციფრული ქცევის განვითარებაში აქტიური ჩართულობას;
- მუდმივად ახდენს ახალი მომხმარებლების მოზიდვას;
- არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან ახორციელებს ჯვარედინ გაყიდვებს როგორც ფილიალში, ასევე სატელეფონო შეთავაზებებით;
- აქტიურად ერთვება სერვის ცენტრის გარეთ დაგეგმილ აქციებში და შეთავაზებებში;
- მოზიდვების აქტივობების ფარგლებში ახორციელებს კლიენტებთან სამსახურებრივ ვიზიტებს, ატარებს პრეზენტაციებს;
- უზრუნველყოფს კლიენტების საქმეების, საკუთრი და სერვისცენტრის დღიური საბუთების (საკრედირტო, არასაკრედიტო, სალარო, ციფრული) ფაილინგს და არქივაციას არსებული პოლიტიკების შესაბამისად;
- პასუხისმგებელია კლიენტების მონაცემების განახლებაზე, მის სისწორეზე და კონფიდენციალურობის დაცვაზე;
- პასუხისმგებელია გაყიდვების და ინდივიდუალური გეგმის შესრულებაზე;
- პასუხისმგებელია პროდუქტების, პოლიტიკების და პროცედურების სიღრმისეული ცოდნაზე;
- მუდმივად უზრუნველყოფს თანამშრომლების ცოდნის ამაღლებას გაყიდვების, პროდუქტების, პოლიტიკების და პროცესების მიმართულებით;
- ახორციელებს ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ საბანკო ოპერაციებს ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების მიღება-გაცემით და საბანკო პროგრამაში შესაბამისი პროგრამული რეგისტრაციით არსებული პოლიტიკის/პროცედურების მიხედვით და პასუხისმგებელია მათ სისწორეზე;
- ახდენს კლიენტების მომსახურებას სალაროს ოპერაციების წარმოების წესებისა და მასთან გაფორმებული მატერიალური პასუხისმგებლობით გათვალისწინებული პირობების მიხედვით და უზრუნველყოფს მისი მიზეზით წარმოქმნილი დანაკლისის ანაზღაურებას;
- შესაბამისი მითითების საფუძველზე ასრულებს საცავზე პასუხისმგებელი პირის ფუნქციას;
- შესაბამისი მითითების საფუძველზე ასრულებს საცალო მენეჯერის ფუნქცია მოვალეობებს;
- მოთხოვნისამებრ ამზადებს პროდუქტების და კლიენტების შესახებ ანგარიშებს;
- საჭიროების შემთხვევაში ცვლის თანამშრომლებს სხვა სერვის ცენტრებში;
- ასრულებს თანამდებობასთან დაკავშირებულ სხვა მოვალეობებს;
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
- უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
- საბანკო პროგრამა CSS-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Word, Excel);
- ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სერვის ცენტრის მდებარეობიდან გამომდინარე;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- საკრედიტო და საოპერაციო პოლიტიკების კარგი ცოდნა;
- გაყიდვების და მოლაპარაკების უნარი;
- პრობლემური სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
- ძლიერი ლიდერობის, მართვისა და ორგანიზაციული უნარი;
- დაგეგმვის, დროის მენეჯმენტის, რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- მოტივირებული, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- საჭიროების შემთხვევაში როტაციების შესაძლებლობა.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი, 2024 წელი
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი