About the job პრობლემური ავტო სესხის ოფიცერი თბილისში
დამსაქმებელი: სსკრედო ბანკი
პოზიცია: პრობლემური ავტო სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენგთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
სამუშაოს აღწერა:
- დავალიანების დაფარვის მიზნით ვადაგაცილებაში მყოფ მსესხებლებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში მსესხებლის საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტი.
- ვადაგაცილებაში მყოფ მსესხებლისთვის შესაბამისი გაფრთხილების წერილის გაგზავნა.
- საქმის მომზადება შინაგან საქმეთა სამინისტროდან გირავნობის მოწმობის აღების მიზნით და გირავნობის მოწმობის აღება;
- სააღსრულებო ბიუროსთან წარმომადგენლობა;
- ძებნაზე მყოფი დაგირავებული ავტომანქანის ადგილსამყოფელის დადგენა და მისი ძებნა/დაკავების ორგანიზება;
- დაკავებული ავტომანქანის ტრანსპორტირების ორგანიზება კონტრაქტორ საჯარიმო სადგომზე და შეფასებისათვის საჭირო ფოტოსურათების გადაღება.
ცოდნა, კვალიფიკაცია დაუნარი:
- უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება);
- სასურველია პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე);
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- მართვის მოწმობა;
- აუცილებელია ავტომობილის ყოლა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:20 ნოემბერი, 2024 წელი.
#გახდიკრედოელი
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.