About the job Scoring Model Analyst
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: სქორინგ მოდელების ანალიტიკოსი
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
კრედო ბანკი 26 წლიანი სტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 86 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!
პოზიციის მიზანი:
მონაცემთა კომპლექსური ანალიზის ჩატარება და სტატისტიკური მოდელირება.
რისკის მენეჯმენტის მოდელის განვითარებაში ჩართულობა,
მოდელის ციკლის მონიტორინგი, ეფექტურობის გაძლიერება და სქორინგის ახალი მოდელების განვითარება.
ძირითადი ფუნქციები:
- არსებული სქორინგის მოდელის დიაგნოსტიკა, ანალიზი და ვალიდაცია;
- კომპლექსური სტატისტიკური ანალიზის ჩატარება მოდელის უტყუარობის, ხელახალი დიზაინის დასამტკიცებლად; სქორინგის ახალი მოდელების განვითარების უზრუნველყოფა;
- სქორინგი პოლიტიკის შესაბამისობის უზრუნველყოფა მარეგულირებლის დებულებებთან;
- სქორინგის მოდელი აგების ეტაპზე გამოყენებული მონაცემების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- სტატისტიკური მოდელების აგება, სქორინგ მოდელების დანერგვაში მონაწილეობა და შედეგების მონიტორინგი;
- მონაცემთა ბაზის ანალიზის საფუძველზე პროდუქტის გაყიდვის პროგნოზის და სამომავლო გათვლების გაკეთება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება: აუცილებელია ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის, მათემატიკის, ან სტატისტიკის მიმართულებით.
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, Excel, PowerPoint applications. სავალდებულოა Python-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
- მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება მონაცემთა ბაზებთან მუშაობის (სასურველია ბიზნეს გარემოში);
- ძლიერი ანალიტიკური უნარები;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ერთდროულად რამდენიმე დავალების მართვის უნარი;
- ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით სტრატეგიული რეკომენდაციების შემუშავების უნარი;
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- პრიორიტეტების ეფექტურად დასახვის უნარი;
- დედლაინებში მუშაობის უნარი;
- ძლიერი პიროვნული მოტივაცია და წარმატების სურვილი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 18 დეკემბერი, 2023
#გახდიკრედოელი
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.