Job Openings
Senior Database Administrator
About the job Senior Database Administrator
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: ბაზების უფროსი ადმინისტრატორი (DB Admin)
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორაციულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.
პოზიციის მიზანი:
ბაზების ადმინისტრატორი პასუხისმგებელია კრედო ბანკში არსებული მონაცემთა ბაზების ერთიანობის, ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უზრუნველყოფაში.
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
- კრედო ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში (მთავარი, სარეზერვო) არსებული მონაცემთა ბაზების ინფრასტრუქტურის და სერვისების გამართვა, მხარდაჭერა და ადმინისტრირება;
- მონაცემთა ბაზის მართვის (და ბაზის მომხმარებლების მართვის) პოლიტიკების შემუშავება, უსაფრთხოების ნორმების ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილებასთან ერთად დამუშავება და დანერგვა;
- მონაცემთა ბაზების განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება;
- მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შედგენა, ოპტიმიზაცია და მოდიფიკაცია;
- მონაცემთა ბაზების მაღალმდგრადი სისტემების ადმინისტრირება;
- მონაცემთა ბაზების განახლებებისა და დამატებითი მოდულების ინსტალაცია/გამართვა;
- ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა/დანერგვა;
- მონიტორინგზე ასაყვანად საჭირო სერვისების აღწერა და სისტემურ ადმინისტრატორებზე მიწოდება;
- მონაცემთა ბაზების წარმადობის მონიტორინგი/პრობლემების დადგენა;
- მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლების და არქივების შექმნა;
- ბანკში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული პოლიტიკების
- რეალიზება და დაცვა;
- სერვის დესკზე შემოსულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა (SLA ფარგლებში);
- ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება.
- ბანკში დანერგილი ITSM პროცესების (Incident, Problem, Change და ა.შ) გათვალისწინება და გამოყენება;
- მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
- პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ სერვისებზე პროფილაქტიკური და პრევენციული სამუშაოების ჩატარება;
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
- სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო მონაცემთან ბაზის ადმინისტრატორის ან 1 წლიანი უფროსი ბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე;
- ITIL სტანდარტების ცოდნა (სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად);
- რელაციური მონაცემთა ბაზის და პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების ცოდნა;
- Windows Server 2016/2019 მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია MS SQL Server 2012/2016/2019 მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია My SQL, Oracle, PostgreSQL მუშაობის გამოცდილება;
- T-SQL თან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია რომელიმე ბექაფირების გადაწყვეტილებასთან(Veeam, Backup Exec) მუშაობის გამოცდილება;
- სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook და ა.შ);
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
- გუნდურად მუშაობისა და სიახლეებთან ადაპტირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
- სასურველია სერვერული ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა;
- პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
- ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე, სასურველია B2 დონეზე;
- რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა და დროის მენეჯმენტი
- არის პროაქტიული და აქვს ოუნერშიპის (პრობლემაზე პასუხისმგელობის) მაღალი გრძნობა
- ქსელური და სერვერული ტექნოლოგიების ცოდნა;