Job Openings საცალო მენჯერი ქედაში

About the job საცალო მენჯერი ქედაში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

პოზიცია: საცალო მენეჯერი ქედაში

სამუშაო ადგილი: ქედა

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 89 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • პროფესიული ტრენინგები

ძირითადი მოვალეობები:

  • საკრედიტო, არასაკრედიტო და საბანკო სერვისებით კლიენტებისათვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული ოპერაციების კონტროლი, ხარვეზებზე დროული რეაგირება და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ საბანკო მომსახურების პროდუქტების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
  • საბანკო მომსახურების პირობებში და პოლიტიკებში ცვლილებების შესახებ გუნდში ინფორმაციის დროული და ეფექტური გავრცელება;
  • დანერგილი სიახლეების უხარვეზოდ შესრულების უზრუნველყოფა;
  • კლიენტთა მომსახურებისას შექმნილი არასტანდარტული პრობლემების და საკითხების გადაჭრა;
  • ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • კლიენტთა მომსახურებაში ჩართულ თანამშრომლებს შორის ფუნქციების ეფექტურად განაწილების უზრუნველყოფა;
  • სამუშაო ბაზების გუნდში განაწილება და მათი ეფექტურად გამოყენების უზრუნველყოფა;
  • მიკრო სეგმენტის კლიენტების სადეპოზიტო პორტფელის მართვა, სადეპოზიტო
    პორტფელის ზრდის და შენარჩუნების უზრუნველყოფა;
  • არასაკრედიტო და ციფრული პროდუქტების გაყიდვების გეგმების შესრულების
    უზრუნველყოფა;
  • მომხმარებელთა ციფრული ქცევის განვითარებასა და არასაკრედიტო პროდუქტების შესახებ
  • მომხმარებელთა ინფორმირებულობის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი
    ზრუნვა;
  • გუნდის წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია და დროული უკუკავშირის მიცემა;
  • გუნდის წევრების მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა;
  • ფრონტის ერგონომიულ გარემოზე ზრუნვა, სერვის ცენტრის საინფორმაციო მასალით აღჭურვის კონტროლი და დროული მოწესრიგების უზრუნველყოფა;
  • კლიენტების მომსახურების სივრცეში საქმიანი და სასიამოვნო გარემოს შექმნაზე ზრუნვა;
  • რიგების მართვის კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების და რეზერვი თანამშრომლების რესურსის დაგეგმვა და ეფექტურად გადანაწილება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების დასვენებების და მორიგეობის ცხრილის შედგენა და მათი შესრულების კოორდინაცია;
  • პერსონალის შერჩევაში აქტიური ჩართულობა და მათი სწავლების პროცესის მართვა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნვა;
  • საცავის მართვის პროცესებში მონაწილეობა;
  • სამუშაო დღის ბოლოს ანგარიშგების მომსახურებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ დოკუმენტების შეგროვების, გადამოწმების და სათანადო შენახვის უზრუნველყოფა, კონტროლი;
  • კრედოს საბანკო აგენტ/შუამავლების კანდიდატების მოძიებასა და მათი შერჩევის პროცესში აქტიური მონაწილეობა.
  • შერჩეული კანდიდატების დატრეინინგება არასაკრედიტო და დიჯითალ პროდუქტების მიმართულებით.
  • საბანკო აგენტებთნ/შუამავლებთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება.
  • აგენტ/შუამავლების გეგმის შესრულების კონტროლი და აქტიური კომუნიკაცია.
  • აგენტ/შუამავლების სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა, დაფიქსირებული პრობლემების გაანალიზება, მოგვარება, საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისათვის.
  • აგენტებთან/შუამავლებთან დაკავშირებით სიახლეების დანერგვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა, კონტროლი.
  • სტანდარტულ და ციფრულ სოფლის დღეზე აქტიური მონაწილეობა, პრეზენტაციების ჩატარება, აგენტის გაცნობა სოფლის დღესე მოსული მოსახლეობისთვის

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების და საბანკო საქმის მიმართულებით;
  • კლიენტთა მრჩევლად კრედო ბანკში მუდმივ შტატში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ან სხვა საფინანსო ინსტიტუტში საოპერაციო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სერვის ცენტრის მდებარეობიდან გამომდინარე;
  • საკრედიტო და საოპერაციო პოლიტიკების კარგი ცოდნა;
  • გაყიდვების და მოლაპარაკების უნარი;
  • პრობლემური სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
  • მენეჯერული ფუნქციების შესრულების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Word, Excel);
  • დაგეგმვის, დროის მენეჯმენტის, რესუსრების გადანაწილების და ორგანიზების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • თვითმოტივირებული, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

განცხადების მიღების ვადა: 5 აგვისტო , 2024 .

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი