Job Openings აღმასრულებელი ოფისის მენეჯერი/ Executive Office Manager

About the job აღმასრულებელი ოფისის მენეჯერი/ Executive Office Manager

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

პოზიცია: აღმასრულებელი ოფისის მენეჯერი / Executive Office Manager

ექვემდებარება: გენერალურ დირექტორს

სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, თაბუკაშვილის 27, თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშ. -პარ, 10:00-19:00

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 88 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

#გახდიკრედოელი და შემოუერთდი ჩვენს გუნდს აღმასრულებელი ოფის მენეჯერის პოზიციაზე!

თანამდებობის მიზანიუზრუნველყოს გენერალური დირექტორის დროული და ეფექტური ადმინისტრაციული მხარდაჭერა.

ძირითადი ფუნქციები:

  • შიდა ორგანიზაციული შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • სამეთვალყურეო საბჭოს, ბანკის შიდა კომიტეტების და სხვადასხვა კრების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ოქმების შედგენა.
  • პრეზენტაციებისა და ანგარიშების მომზადება;
  • გენერალური დირექტორის კალენდრის მართვა;
  • გენერალური დირექტორის ბიზნეს ვიზიტების/მივლინებების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ოფიციალური კორესპონდენციის წარმოება;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

  • უმაღლესი განათლება; სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, PPT) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ენების ცოდნა: ინგლისური, სასურველია რუსული;
  • კომუნიკაციის, დაგეგმვის და ორგანიზების კარგად განვითარებული უნარები;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის, დამოუკიდებლად მუშობის და რამოდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
  • ემპათიური და სერვისზე ორიენტირებული.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 16 სექტემბერი, 2024 წელი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია ან მოგვაწოდეთ რეზიუმე ელ მისამართზე: vacancy@credo.ge

კრედო ბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.