About the job ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის ჯგუფის უფროსი
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის ჯგუფის უფროსი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 94 ფილიალით არის წარმოდგენილი.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
- ბანკის საკუთრებაში არსებული ავტოპარკის მართვა;
- საწყობების და გზავნილების მართვა;
- ამორტიზირებული ნივთების რეალიზება;
- ინვენტარიზაციის კოორდინაციის უზრუნველყოფა კრედოს მასშტაბით;
- ჯგუფის მართვა, ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საწყობისა და ავტოპარკის მართვის გამოცდილება;
- ჯგუფის მართვის უნარი;
- საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა
განაცხადის მიღების ბოლო ვადა:20 იანვარი, 2025 წელი
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.