About the job QA Automation Engineer (Cypress)
დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი
პოზიცია:ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი (Cypress)
სამუშაო ადგილი:თბილისი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
სამუშაოს აღწერა:
- პროგრამული პროდუქტის სპეციფიკაციების გარჩევა და ანალიზი
- ტექნიკური ამოცანის გარჩევა და ანალიზი
- ავტომატური ტესტ- ქეისების და ბაგ რეპორტების მომზადება
- პროგრამული პროდუქტის ხარისხზე და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა
- ტესტირების პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების დაფიქსირება და პრიორიტეტების განსაზღვრა
- ტესტირების დოკუმენტაციის მომზადება (Test Case/Check Lists, Test Plan)
- ახალი პრაქტიკების გაცნობა და მათი გამოყენება პროგრამული პროდუქტის გასაუმჯობესებლად
- მჭიდრო კომუნიკაცია გუნდთან და პროექტში მონაწილე როლებთან
- პროექტთან დაკავშირებული საჭირო სკრიპტების მომზადება და გაშვება
- პროექტის ტესტირების ვადების კონტროლი და რისკების შეფასება
- მენტორობის გაწევა და ცოდნის გაზიარება გუნდის წევრებისთვის
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
- ტესტირების პროცესების და მეთოდოლოგიების ცოდნა
- ავტომატურ ტესტირებაში 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება
- კოდის ორგანიზება
- დიზაინ პატერნები
- API სერვისების ცოდნა
- SQL ცოდნა
- Postam ცოდნა
- Cypress ცოდნა
- JS საპროგრამო ენის ცოდნა
- Zephyr Scale
- რეპოზიტორთან მუშაობის გამოცდილება( Azure, GIT, GitLab)
- CI/CD პროცესების აწყობა და გამართვა სატესტო გარემოზე
- ბაგ რეპორტი და ხარვეზების იდენტიფიკაცია Allure-ს გამოყენებით
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ანალიტიკური აზროვნება
- ინგლისურად წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 3 იანვარი, 2025 წელი
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
#გახდიკრედოელი
შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.