Job Openings მომენტალური პროდუქტების რისკების ოფიცერი

About the job მომენტალური პროდუქტების რისკების ოფიცერი

დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი

პოზიცია:ომენტალური პროდუქტების რისკების ოფიცერი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

#გახდიკრედოელი

სამუშაოს აღწერა:

  • საკრედიტო პროდუქტების განხილვა, დამტკიცება/დაუარებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი არგუმენტირებული კომენტარის გაკეთება;
  • სესხის დამტკიცებისას წარმოდგენილი დოკუმენტების და სხვადასხვა მოცემული ინფორმაციის სისრულის შემოწმება;
  • სასესხო ანალიზში წარმოდგენილი შემოსავლების შესაბამისობაში დარწმუნება;
  • ფინანსური, საბაზრო და სხვა რისკების შეფასება, რომელიც გავლენას ახდენს მსესხებლის გადამხდელუნარიანობაზე;
  • სესხების დამუშავების პროცესში საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაციის დამყარება მსესხებელთან/კონსულთან/სერვის ცენტრთან, ინფორმაციის გადამოწმების და რისკის შეფასების მიზნით;
  • დამტკიცებული საკრედიტო პროდუქტების ხარისხზე პასუხისმგებლობის აღება;
  • დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად, დროულად და ობიექტურად შესრულება;
  • განსახილველ საკრედიტო პროდუქტებზე სატელეფონო მონიტორინგის განხორციელება მსესხებელთან, ხელმძღვანელის მიერ დადგენილი რაოდენობის შესაბამისად;
  • კონკრეტულ პროდუქტებზე განხილვის დადგენილი დროის SLA-ის დაცვა, როგორც ლოდინის, ისე განხილვის ნაწილში;

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება;
  • კრედოში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომენტალური საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების მხარდაჭერის ოფიცრის/ანდერრაითერის პოზიციაზე;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ძლიერი მოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი;
  • ბიზნეს პრინციპების გაგების უნარი;
  • რუსული ენის ცოდნა საუბრის დონეზე.

შეავსეაპლიკაციადა შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

განცხადების მიღების ვადაა: 12 ნოემბერი, 2024 წელი

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი