Job Openings IFRS რეპორტინგის უფროსი ოფიცერი

About the job IFRS რეპორტინგის უფროსი ოფიცერი

დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი

პოზიცია:IFRS რეპორტინგის უფროსი ოფიცერი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
  • გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

#გახდიკრედოელი

  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:

  • ანგარიშგების მომზადება IFRS-ს სტანდარტებით გარე და შიდა მომხმარებლებისათვის (მენეჯმენტი, აუდიტი, ინვესტორები, ეროვნული ბანკი)
  • ეროვნული ბანკის ანგარიშგების IFRS სტანდარტებზე გადასვლის პროექტის ფარგლებში ანგარიშგებების გაანალიზება, აწყობა და გასაგზავნად მომზადება.
  • ეროვნული ბანკის არაგეგმიური მოთხოვნების დროს შესაბამისი ინფორმაციის მოკვლევა და დამუშავება;
  • გარე აუდიტის შემოწმებისას, აუდიტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციების, დამუშავება და მიწოდება; აუდიტის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება და წლიური ფინანსური ანგარიშგებია მომზადება.
  • IFRS სტანდარტებიდან გამომდინარე საჭირო კორექტირებების გამოსათვლელი ცხრილების წარმოება მათი განახლება.
  • ანგარიშგებების ავტომატიზაციისათვის დავალებების მომზადება ტექნიკური განყოფილებისათვის, დროულად შესრულების მონიტორინგი და დასრულებული დავალების ტესტირება.
  • განყოფილების სხვა თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა მისი კვალიპიკაციისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

  • IFRS სტანდარტების გამოყენების დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ეროვნული ბანკის რეპორტინგის მეთოდოლოგიების ცოდნა
  • უმაღლესი განათლება ფინანსებში;
  • SQL-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური ენის ცოდნა (upper intermediate level);
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და ფინანსური ანგარიშგებების მომზადების საფუძვლიანი ცოდნა; (ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი, ფულადი სახსრების უწყისი; ფინანსური კოეფიციენტები);
  • დავალებების დადგენილ ვადებში შესრულების და სხვადასხვა დავალებების პრიორიტეტიზაციის უნარი;
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 15 იანვარი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი