Job Openings ციფრული გადახდების გაყიდვების ოფიცერი

About the job ციფრული გადახდების გაყიდვების ოფიცერი

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

პოზიცია: ციფრული გადახდების გაყიდვების ოფიცერი

სამუშაო ადგილი: თბილისი, გარე სამუშაო, ტურისტულად აქტიური ადგილები

სამუშაო პერიოდი: 6 თვე

ანაზღაურება: სოლიდური საბონუსე სქემა (გათვალისიწნებულია ტრანსპორტირების ხარჯი)

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 94 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.

საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • საბანკო პროდუქტების და ციფრული მომსახურების ტრენინგებს.
  • კრედო ბანკში დასაქმებისა და განვითარების შესაძლებლობას.

გუნდში ვეძებთ ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომელსაც სურს დამატებითი შემოსავლის გამომუშავება, არის აქტიური, მოტივირებული და კომუნიკაბელური. გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

სამუშაოს აღწერა:

  • კრედო ბანკის QR ტერმინალის პოპულარიზაცია
  • ახალი ინდივიდუალური კლიენტებისა და მერჩანტების მოზიდვა და ჩართვა.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომუნიკალურობა და კლიენტების მიმართ პოზიტიური განწყობა;
  • თვითმოტივირებული, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის, გაყიდვების და მომსახურების უნარები;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 9 დეკემბერი, 2024 წელი

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი