Job Openings უნივერსალური მოლარე თბილისში

About the job უნივერსალური მოლარე თბილისში

დამსაქმებელი: ს კრედო ბანკი

პოზიცია: უნივერსალური მოლარე

სამუშაო ადგილი: თბილისი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 89 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.

საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა,რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

სამუშაოს აღწერა:

  • ნაღდი ფულისა და ფასეულობის (ეროვნული და უცხოური ვალუტა) მიღება / გაცემა;
  • უნაღდო ოპერაციებს განხორციელება
  • სწრაფი ფულადი გზავნილების გაგზავნა/განაღდება;
  • ახალი მომხმარებლებისთვის ანგარიშის გახსნა;
  • სხვადასხვა საკომისიოს დაკავების ოპერაციების განხორციელება
  • კონსულტაცია საბანკო ოპერაციებისა და პროდუქტების შესახებ;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

  • სავალდებულოა საბანკო სფეროში ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • საოფისე პროგრამების (MS Office);

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 26 ნოემბერი.

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.