Job Openings პროგრამირების სასწავლო კურსი კახეთის რეგიონში

About the job პროგრამირების სასწავლო კურსი კახეთის რეგიონში

პროგრამირების სასწავლო კურსი კახეთის რეგიონში

Credo Academy სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იწყებს მასშტაბურ პროექტს რეგიონების გასაძლიერებლად და აცხადებს Back-End with C# & .NET კურსს სრულიად უფასოდ.

აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც ცხოვრობს კახეთის რეგიონში და სურს დაეუფლოს მომავლის პროფესიას, დარჩეს საკუთარ რეგიონში და დასაქმდეს სასურველ ორგანიზაციაში, დისტანციურად.

შერჩეული კანდიდატების სასწავლო კურსს სრულად დააფინანსებს კრედო ბანკი.

Back-End with C# & .NET-ის სასწავლო პროგრამა გადანაწილებულია 85 სალექციო საათზე, რომლებიც ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც ადგილზე ასევე დისტანციურად

აღნიშნული კურსის გავლისას თქვენ შეისწავლით:

  • პროგრამირების ენასა და ტექნოლოგიებს;
  • Microsoft ტექნოლოგიებს;
  • C#;
  • .NET 6;
  • ASP.NET Core (Basics) & MS SQL ( Basics);
  • პროგრამირების ძირითად მიდგომებსა და პრაქტიკებს;

პროცესი იქნება მაქსიმალურად ინტერაქტიული. მაგალითები დაფუძნებული იქნება რეალურ პროექტებზე, რაც საბოლოოდ დაგვირგვინდება შესწავლილი ცოდნის გამოყენებით პრაქტიკაში

აღნიშნული კურსის გავლის შესაძლებლობა ექნება:

  • კახეთის რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამირების, კომპიუტერული მეცნიერების და მსგავსი მიმართულებით განათლების მიღების და განვითარების დიდი სურვილი; (ტექნიკური საბაზისო ცოდნა არ არის სავალდებულო)
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნის დონე - B1 (კანდიდატს უნდა შეეძლოს ინგლისურ ენაზე მასალების კითხვა/შინაარსის გამოტანა)

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

  • I ეტაპი - ზოგადი ტესტირება - ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებში
  • II ეტაპი - ინდივიდუალური გასაუბრება

კურსზე მისაღები კანდიდატების რაოდენობა შეზღუდულია.



შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.