About the job სწავლებისა და განვითარების პროგრამების კოორდინატორი
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: სწავლებისა და განვითარების პროგრამების კოორდინატორი
დეპარტამენტი: ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტი
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, თბილისი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 95 ფილიალით არის წარმოდგენილი. კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
#გახდიკრედოელი
პოზიციის მიზანი:
განვითარების პროგრამების კოორდინატორი პასუხისმგებელია ხელი შეუწყოს კრედო ბანკის თანამშრომლებს სწავლება/განვითარებაში. მართოს სასწავლო პროექტები არსებული რესურსების გამოყენებით, მათ შორის LMS-ითა და სხვა სოფტებით.
სპეციფიკური პასუხისმგებლობები:
- სასწავლო პროცესების ადმინისტრირება და მონიტორინგი;
- Lms-ის მართვა - ტრენინგ მოდულების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა, იუზერების ადმინისტრირება, რეპორტინგი;
- პროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციაში ჩართულობა;
- ახალი სოფტის დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
- თანამშრომლების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროექტების დაგეგმვა/განხორციელება;
- სასწავლო პოლიტიკებისა და პროცესების განახლება;
- HR პროცესების კოორდინაცია, ეფექტურობის გასაუმჯებესებლად.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
- უმაღლესი განათლება;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
- დავალებების დაპრიორიტეტებისა და შესრულების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა - C1;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- HR- ში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 25 თებერვალი.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.