Job Openings საკრედიტო მენეჯერი სამეგრელოში

About the job საკრედიტო მენეჯერი სამეგრელოში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: საკრედიტო მენეჯერი სამეგრელოში

სამუშაო ადგილიი: სამეგრელო

თანამდებობის მიზანი:

სერვის-ცენტრის საკრედიტო მენეჯერმა უნდა აწარმოოს სერვის-ცენტრის საკრედიტო გუნდის ეფექტური მენეჯმენტი, საკრედიტო გეგემების შსრულების უზრუნველყოფა და საკრედიტო მომსახურება კლიენტებისათვის სს კრედო ბანკი-ს მიზნების, მისწრაფებების და სამუშაო სტრატეგიის შესაბამისად.

ზოგადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).

სამუშაო აღწერილობა:

  • საკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის, ცოდნა და დაცვა;
  • კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • სერვის-ცენტრის საკრედიტო გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
  • ს/ც საკრედიტო თანამშრომლების ყოველდღიური მენეჯმენტი;
  • ს/ც საკრედიტო კომიტეტში მონაწილეობა და სესხის მენეჯერის მხარდაჭერა;
  • ს/ც პორტფელის, კლიენტების ბაზის და მათი მხრიდან დროული გადახდის კონტროლი;
  • ს/ც მიერ გაცემული სესხების მონიტორინგი;
  • პრობლემების და ჩამოწერილი სესხების საკითხების გადასაჭრელად სესხის მენეჯერების მხარდაჭერა;
  • შემოსული განცხადების /აპლიკაციების კონტროლი და სესხის ოფიცრების მიერ ვიზიტების დროულად გაკეთების უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა სამუშაოს შესრულების პერიოდული შეფასება და პერსონალის განვითარებაზე ზრუნვა;
  • სამუშაო ადგილზე ტრეინინგის უზრუნველყოფა და პერსონალის მხარდაჭერა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომელების მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • ს/ც საკადრო რესუსრის ეფექტურად გადანაწილება და საჭიროების შემთხვევაში კადრის დროული მოთხოვნა;
  • სათაოს განყოფილებებთან ეფექტური და დროული კომუნიკაცია სხვადასხვა პრობლემების ეფექტურად გადაჭრის მიზნით;
  • სერვის-ცენტრის თანამშრომლების მიერ, კლიენტების მომსახურეობის ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა;
  • თათბირებზე ორგანიზაციაში მიმდინარე ცვლილებების და სიახლეების გაცნობა თანამშრომლებისათვის;
  • სერვის-ცენტრის ბიუჯეტის კონტროლი და მართვა;
  • კლიენტების მოსაზიდად სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების განხორციელება;
  • შესაბამის მენეჯერთან ერთან კონსულების საქმიანობის კონტროლი და მათთან კომუნიკაცია და საჭირო დავალებების მიცემა;
  • რეგიონალური ოპერაციების შეხვედრებში მონაწილეობა და ახალი იდეებისა და ინოვაციების შეთავაზება;
  • პროცესის გაუმჯობესების მიზნით საკრედიტო მიმართულებით პროცედურების ცვლილებების შეთავაზება მენეჯმენტისათვის;
  • ს/ც მმართველის მხარდაჭერა თანამშრომლეთა მენეჯემენტის, შედეგების მონიტორინგის ნაწილში;
  • საჭიროების შემთხვევაში ს/ც მმართველის ჩანაცვლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება - უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს სპეციალობით: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, საბუღალტრო საქმე ან სამართალმცოდნეობა;
  • ფინანსების / ბუღალტერიისა და ბიუჯეტირების სიღრმისეულად ცოდნა;
  • მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე საკრედიტო მიმართულებით;
  • გაყიდვების უნარი;
  • ძლიერი ლიდერობის, მართვისა და ორგანიზაციული უნარი;
  • რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულებისა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
  • ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარების და შენარჩუნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • კომპიუტერული, საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა მაღალ დონეზე;
  • საჭიროების შემთხვევაში როტაციების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 16 სექტემბერი, 2024 წელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი