Job Openings ქოფირაითერი

About the job ქოფირაითერი

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

თანამდებობა: ქოფირაითერი

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

____________________________________________________________________________

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 89 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.

#გახდიკრედოელ

მთავარი ფუნქციები:

მარკეტინგული საკომუნიკაციო არხებისთვის შინაარსობრივი სტრატეგიის შემუშავება და გრამატიკულად გამართული კონტენტის გენერირება

სამიზნე აუდიტორიასთან ერთი სტილითა და Tone of voice-ით კომუნიკაციის უზრუნველყოფა

კრეატიულ იდეებსა და კონცეფციებზე მუშაობა კამპანიებისთვის

სტატიების, პრესრელიზების და კომპანიის მარკეტინგული არხების მესიჯების მომზადება

სხვადასხვა კამპანიების ფარგლებში, არსებული კონტენტის შემოწმება, მოდიფიკაცია და შეთანხმება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის ან ჟურნალისტიკის მიმართულებით;

სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

აუცილებელია, კრეატიული კამპანიების იდეებისა და კონცეფციების შექმნის და მათ აღსრულებაზე მუშაობის გამოცდილება;

ინგლისური ენის ცოდნა;

კარგი წერილობითი კომუნიკაცია;

დეტალებზე ორიენტირებულობა;

საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;

დროის ეფექტური მართვა;

გუნდური მუშაობა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია.

განცხადების მიღების ვადა: 24 სექტემბერი, 2024 .

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი