Job Openings შიდა კონტროლის მონაცემთა ანალიტიკოსი

About the job შიდა კონტროლის მონაცემთა ანალიტიკოსი

დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი

პოზიცია:შიდა კონტროლის მონაცემთა ანალიტიკოსი

სამუშაო ადგილი:თბილისი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 95 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

#გახდიკრედოელი

სამუშაოს აღწერა:

  • მონაცემთა ბაზიდან შესამოწმებელი მსესხებლების სიის შერჩევა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით;
  • წლის განმავლობაში შესამოწმებელი სერვისცენტრების სიის განსაზღვრა როგორც საკრედიტო, ასევე საოპერაციო მიმართულებით, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით;
  • ვირტუალური პორტფელის ანალიზი და შერჩევების განხორციელება საკრედიტო ჯგუფისთვის;
  • საკრედიტო მიმართულებით მაღალრისკიანი სერვისცენტრების განსაზღვრა არაგეგმიური შემოწმებების განხორციელების მიზნით;
  • მონაცემთა ანალიზის საფუძველზე მაღალრისკიანი თანამშრომლების გამოვლენა და შესაბამისი თანამშრომლისთვის გადაცემა;
  • ციფრული ოპერაციების ანალიზი და მაღალრისკიანი ოპერაციების შესაბამისი თანამშრომლისთვის გადაცემა;
  • სპეციალური შერჩევის განხორციელება პრობლემური კლიენტების კონტროლის ოფიცრისთვისა და სატელეფონო კონტროლის ოფიცრისთვის;
  • Meta Data -ს ანალიზი;
  • მონიტორინგის შედეგების დამუშავება და ხელმძღვანელ რგოლთან წარდგენა;
  • სათანადო რეკომენდაციების მომზადება კრედოს მართვის ეფექტიანობის გაზრდისა და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესების მიზნით;
  • წინასწარ დადგენილ ვადებში დაკისრებული მოვალეობის ხარისხიანად და ობიექტურად შესრულება;
  • გუნდის წევრებისთვის მოვალეობების ეფექტურად შესრულების მიზნით აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება/გაზიარება;
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით);
  • სასურველია SQL-ის ცოდნა სელექთების დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (აუცილებელია Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე);
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • მოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი;
  • ბიზნეს პროცესების აღქმის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • გუნდში ეფექტური და ეფექტიანი მუშაობის უნარი;

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

განცხადების მიღების ვადაა: 10 მარტი, 2025 წელი

შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი