Job Openings რჩეული ბანკირის სტაჟიორი

About the job რჩეული ბანკირის სტაჟიორი

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

პოზიცია:რჩეული ბანკირის სტაჟიორი გორში

სამუშაო ადგილი: გორი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოსმისიისგანხორციელებაჩვენიგუნდიდანიწყება.ჩვენვქმნით

თანამშრომლებისთვისგანვითარების, სწავლისდაწინსვლისშესაძლებლობებს.

საერთომიზნებისმიღწევისგზაზეჩვენიკრედოავუზრუნველვყოთერთმანეთის

მხარდაჭერა,რაცძლიერიდაწარმატებულიგუნდისსაწინდარია.

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

3 თვიან ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას. შერჩულ კანიდატებს შესაძლებლობა ექნებათ თეორიული და პრაქტიკული სწავლები გაიარონ რჩეულ ფილიალში, გაეცნონ რჩეული ბანკირის საქმიანობასა და რჩეულის სპეციფიკიას, უშუალო მონაწილეობა მიიღონ პროცესებში და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კარიერა გააგრძელონ ბანკში.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

კრედო რჩეული- ეს არის კრედო ბანკის პრივილეგირებული, მრავალკომპონენტიანი სერვისი, რომელიც მორგებულია მომხმარებლის მიზნებზე, სურვილებსა და საჭიროებებზე; გაიგეთ მეტი რჩეულის შესახებ: https://credobank.ge/favorite/

სტაჟირების პერიოდი გულისხმობს:

  • ბანკის სხვადასხვა პროდუქტების გაცნობა, როგორიცაა სადეპოზიტო პროდუქტები და სესხები.
  • სამუშაო პროცესში ჩართულობა და ყოველდღიურ ოპერაციებში დახმარება ბანკის მუშაობის უკეთ გაგებისათვის.
  • ადმინისტრაციული სამუშაოების მხარდაჭერა, როგორიცაა ჩანაწერების შენახვა, მონაცემთა შეყვანა და ფაილინგზე მუშაობა.
  • პროდუქტის ბროშურების, შეთავაზებების ან სხვა ტიპის მასალების მომზადებაში დახმარება;
  • ახალი მომხმარებლების მოზიდვა, პორტფელის ზრდასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • კლიენტთა დოკუმენტაციის შემოწმებაში დახმარება.
  • ბანკის პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაციაში დახმარება
  • პრომო ვიზიტების ორგანიზებაში მხარდაჭერა.
  • ფინანსური ანგარიშების გენერაცია და ფინანსური ანალიზის ძირითადი პროცესების სწავლა - შემდგომ მხარდაჭერა.
  • შესრულების მეტრიკების, კლიენტების გამოხმაურების ან გაყიდვების მონაცემების მონიტორინგში დახმარება.
  • კლიენტების დახმარება ციფრული საბანკო სერვისების გამოყენებაში - ფეი აპარატი , ონლაინ ბანკინგი.
  • ტრანზაქციებთან დაკავშირებულ საკითხებში მხარდაჭერა (ბალანსის, ამონაწერის, ტრანზაქციების ისტორიის ანალიზი).

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

განცხადების მიღების ვადა: 14 ნოემბერი, 2024 წელი

#გახდიკრედოელი