Job Openings ექსპატ ბანკირი თბილისში

About the job ექსპატ ბანკირი თბილისში

დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი

პოზიცია: ექსპატ ბანკირი

სამუშაო ადგილი:თბილისი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 93 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

#გახდიკრედოელიდა შემოუერთდი ჩვენს გუნდს ექსპატ ბანკირის პოზიციაზე!

პოზიციის მიზანია:

ექსპატ ბანკირი პასუხისმგებელია მიზნობრივ სეგმენტზე საბანკო მომსახურების პროდუქტის გაყიდვაზე და ხარისხიანი, მაღალი სტანდარტების მომსახურების გაწევაზე.

სამუშაო აღწერილობა:

  • ექსპატ კლიენტების იდენტიფიცირება და მოზიდვა;
  • ექსპატ კლიენტებისთვის კრედო ბანკის სრული სპეტრის პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა;
  • ექსპატ კლიენტების კონსულტაცია- დასახული ამოცანების და საჭიროებების შესაბამისად ექსპატ მომხმარებლების პორტფელის განვითარება;
  • მუდმივი კონტაქტი ექსპატ კლიენტებთან და მათთვის ახალი დანერგილი პროდუქტების/მომსახურების გაცნობა და შეთავაზება;
  • ექსპატ კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სავალდებულოა საბანკო სექტორში საკრედიტო ან საოპერაციო გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვისა და მომსახურების კარგად განვითარებული უნარები;
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სიახლის, ინოვაციების მარტივად მიღების უნარი;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 6 იანვარი,2025 წელი.

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი