Job Openings მონაცემთა ინჟინერი

About the job მონაცემთა ინჟინერი

პოზიცია: მონაცემთა ინჟინერი

დეპარტამენტი:  ბიზნეს მოდელირების დეპარტამენტი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 89 ფილიალით არის წარმოდგენილი. კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედოსმისიისგანხორციელებაჩვენიგუნდიდანიწყება.ჩვენვქმნით თანამშრომლებისთვისგანვითარების, სწავლისდაწინსვლისშესაძლებლობებს. საერთომიზნებისმიღწევისგზაზეჩვენიკრედოავუზრუნველვყოთერთმანეთისმხარდაჭერა, რაცძლიერიდაწარმატებულიგუნდისსაწინდარია.

#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

1. მონაცემთა ბაზის დიზაინი და მართვა:
-ახალი მონაცემთა ბაზების შექმნა, არსებული სისტემების მოდერნიზაცია და ოპტიმიზაცია;
-მონაცემთა ბაზის სტრუქტურის შემუშავება, სქემების დაგეგმვა და მონაცემთა ცხრილების მართვა;
-ინდექსების, პარამეტრებისა და კონტროლების ოპტიმიზაცია, რათა მონაცემთა ბაზა უფრო სწრაფი და ეფექტური იყოს.
2. მონაცემთა ინტეგრაცია და ETL პროცესები:
-მონაცემთა წყაროებიდან ინფორმაციის ამოღება, მონაცემთა ბაზების კონფიგურაციის, უსაფრთხოების და მართვის დოკუმენტაცია. დატვირთვა და გარდაქმნა (Extraction,Transformation,Loading);
-SSIS (SQL Server Integration Services) ინსტრუმენტების გამოყენება ETL პროცესების ავტომატიზაციისთვის. ავტომატიზაციის ხელსაწყოების დანერგვა, რათა პროცესები უფრო მარტივი და ეფექტური იყოს.


ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:  

  • MS SQL-ის დეტალური ცოდნა;
  • SQL მოთხოვნების შექმნისა და ოპტიმიზაციის უნარი;
  • ETL პროცესების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
  • სასურველია კომპიუტერული მეცნიერების ან მონაცემთა ბაზების მართვის სფეროში ბაკალავრის ხარისხი;
  • დიდი ზომის მონაცემების დამუშავების და ანალიზის უნარი;
  • რამოდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  • სიახლეებთან ადაპტაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოლაპარაკების წარმოებისა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 1
ნოემბერი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.