About the job სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების აგენტი ქვემო ქართლში
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების აგენტი ქვემო ქართლში
სამუშაო ადგილი: გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, წალკა, დმანისი, თეთრიწყარო
კრედო ბანკი 25 წლამდე ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 81 ფილიალით არის წარმოდგენილი. #გახდიკრედოელი
- თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
ზოგადი:
- კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაგება და მხარდაჭერა;
- ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, შესაძლებლობების ფარგლებში, ზედამხედველის მიერ დასახული ამოცანების შესრულება;
- საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
- ორგანიზაციის წინაშე პატიოსნებისა და ერთგულების მაღალი დონის წარმოჩენა.
სპეციფიკური:
- საკრედიტო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა, ბიზნესის ქცევების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის, ცოდნა და დაცვა;
- კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
- ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
- კრედოს სადაზღვევო პროდუქტების მაქსიმალურად ეფექტური გაყიდვა და პრომოუშენი კრედოს ფილიალის სამოქმედო არეალში
- კრედოს სადაზღვევო განაცხადის შევსება, წესების სრული დაცვით;
- კრედოს პროცედურის გათვალისწინებითა და დაცვით დაზღვევის გაცემისათვის ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადება;
- კლიენტების აპლიკაციის დარეგისტრირება ბაზებში, ზუსტი და უტყუარი მონაცემებით;
- სადაზღვევო პროდუქტის გაცემისთვის დოკუმენტების უზრუნველყოფა კომპანიაში არსებული წესების დაცვით;
- კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიისა და პროდუქტის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში, კრედოს სადაზღვევო პროდუქტების პრომოუშენის ჩატარება, ზედამხედველის მიერ მითითებულ ობიექტებზე;
- კრედოს ჩაცმის კოდექსის დაცვა;
- ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა კარგად;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
- გუნდში ნაყოფიერად მუშაობის უნარი და სურვილი;
- აქტიური და ყურადღებიანი;
- სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 4 სექტემბერი, 2024 წელი
#გახდიკრედოელი
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.