About the job HR ანალიტიკის და რეპორტინგის ოფიცერი
პოზიცია: HR ანალიტიკისა და რეპორტინგის ოფიცერი
დეპარტამენტი: ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტი
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 81 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორაციულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.
#გახდიკრედოელი
სპეციფიკური პასუხისმგებლობები:
- ყოველთვიური და კვარტლური HR რეპორტების მომზადება, მენეჯმენტისთვის პრეზენტაცის და რეპორტის მომზადება;
- თანამშრომელთა პერფორმანსის მართვაში ჩართულობა, შესაბამისი რეპორტების მომზადება, შედეგების ანალიზი, მენეჯერთან წარდგენა;
- უოველწლიური შეფასების ფორმის შედგენის პროცესში ჩართულობა;
- Ad hoc რეპორტების მომზადება როგორც შიდა ასევე გარე დამკვეთებისთვის;
- კომპანიის წამახალისებელი და საბონუსე სისტემების შესაბამისად ბონუსების კალკულაცია და გადარიცხვის უზრუნველყოფა;
- ყოველთვიური, კვარტლური და წლიური რეპორტების მომზადება;
- ყოველთვიური, კვარტლური და ყოველწლიური ბონუსების გაცემის მონიტორინგი და მენეჯმენტი;
- ერთჯერადი ბონუსების გაცემის მენეჯმენტი;
- ორგანიზაციული კვლევების ჩატარებაში ჩართულობა და შედეგების ანალიზი;
- ორგანიზაციული სტრუქტურის ყოველთვიური განახლება HR სისტემაში, MS visio ში და ინტრანეტზე განთავსება;
- თანამშრომლებისათვის კონსულტაციის გაწევა HR დეპარტამენტში შემოსულ კითხვებთან დაკავშირებით.
ცოდნა და კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება - ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR-ის მიმართულებით;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- POWER BI ცოდნა - სასურველია;
- საოფისე პროგრამების ფლობა;
- ანალიტიკური/ლოგიკური აზროვნების უნარი;
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლიანი;
- ორგანიზებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 11 ივლისი.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.