Job Openings თანამშრომელთა ანგარიშების მართვის ოფიცერი

About the job თანამშრომელთა ანგარიშების მართვის ოფიცერი

პოზიცია: თანამშრომელთა ანგარიშების მართვის ოფიცერი (დეკრეტული შვებულების შემცვლელი)

ექვემდებარება: HR ადმინისტრაციის განყოფილების უფროსი

თანამდებობის მიზანი:

თანამშრომელთა ანგარიშების მართვის ოფიცერი პასუხისმგებელია თანამშრომელთათვის კრედოში გახსნილ საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით ყველა ტიპის მომსახურების გაწევაზე: სესხები, დეპოზიტები, ამონაწერები და ა.შ

ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები:

ზოგადი

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;

სპეციფიური:

  • მოთხოვნისამებრ, კომპანიაში მომუშავე თანამშრომელთა საბანკო ანგარიშთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაციის გაცემა უფლებამოსილი პირებისთვის (AML, ბარათების განყოფილება, Helpdesk და სხვა);
  • კომპანიაში მომუშავე თანამშრომელთა სახელფასო სესხების, დეპოზიტებისა და ოვერდრაფტების ადმინისტრირება: განაცხადის დამუშავება, PTI ის გამოყვანა პროგრამაში, საკრედიტო რისკების განყოფილებაში გადაგზავნა;
  • თანამშრომელთა სიის მომზადება, რომელთაც არ აქვთ საბანკო ანგარიში და მათი ინფორმირება ანგარიშების გახსნის თაობაზე
    • Regular staff/ SO/IO/VC/External Reserve
  • პირველადი კონტრაქტების გაგზავნა;
  • ყველა ტიპის თანამშრომლის საბანკო ანგარიშის რეგისტრაცია HR სისტემაში;
  • დრეკსოდთან დაკავშირებული საკითხების მართვა: თანამშრომელთა კონსულტაცია, პოლიტიკის განახლება;
  • მმართველებთან თანამშრომლების (IO/IOR/SP) სიების ყოველთვიურად გაგზავნა დასადასტურებლად;
  • SP სიების განახლება და ახალი SP-ს რეგისტრაცია HR სისტემაში
  • კომპანიის თანამშრომლებისთვის სწორი და დროული კონსულტაციის გაწევა HR საკითხებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით;
  • განყოფილების უფროსის მხრიდან წამოსული სხვა დავალებების შესრულება;

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

საჭიროა შემდეგი ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები ოფიციალური სკოლის, თვით-განათლების, წინა გამოცდილების ან სტაჟირების კომბინირების მეშვეობით:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა მსგავსი/მონათესავე მიმართულებით;
  • კრედო ბანკში კლიენტთა მრჩევლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • სისწრაფე, მოქნილობა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • დავალებების პრიორიტიზაციის უნარი;
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
  • სასურველია საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel-ის) სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 14 ივლისი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.