Job Openings
PRODUCT OWNER - Money pot squad
About the job PRODUCT OWNER - Money pot squad
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: პროდუქტების მფლობელი (საბანკო ოპერაციების დეპარტამენტი)
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი
კრედო ბანკი 25 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 90 ფილიალიში არის წარმოდგენილი.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ტრენინგებს და მასტერკლასების;
- კორპორატიული ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- პროდუქტის მფლობელი პასუხისმგებელია პროდუქტების გაყიდვებთან და/ან სერვისებთან დაკავშირებული კომერციული მიზნების მიღწევასა და პროდუქტის/მომსახურების/პროცესების მუდმივ გაუმჯობესებასა და განვითარებაზე;
- პროდუქტის განვითარებისთვის აუცილებელ გარე ჩართულ მხარეებთან (ვენდორებთან და ა.შ) აქტიური კომუნიკაცია;
- პროდუქტის განვითარებისთვის აუცილებელ შიდა ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის წარმართვა - მარკეტინგი, რისკები და ა.შ;
- კომერციული სტრატეგიისა და გაყიდვების მიზნების მისაღწევად აუცილებელ შიდა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია - (ფილიალები, მარკეტინგი და ა.შ.);
- პროდუქტის და/ან პროცესის დანრეგვა/განვითარებაზე ზრუნვა და ლიდერშიფი როგორც რებრენდინგის ნაწილში, ასევე ცნობიერების ამაღლების კუთხით, როგორც შიდა, ასევე გარე არხების საშუალებით;
- პროდუქტთან დაკავშირებული გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება საჭიროებისამებრ ;
- სერვისცენტრებისა და პოტენციური მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება, ინფორმირებულობა პროდუქტის/პროცესის შესახებ
- მომხმარებლების ინსაითების ანალიზი (user research, best practices);
- იდეების გენერაციის ვორქშოპების ორგანიზება და ფასილიტაცია;
- ბიზნეს ამოცანების პრიორიტეტიზაცია, მართვა, პროდუქტის შესახებ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა;
- დაპრიორიტეტებული ამოცანების user story-ებად ჩაშლა, გაყიდვების გუნდთან კომუნიკაცია და უკუკავშირის მიღება;
- პროდუქტის/პროცესის განვითარების ხედვის, მიზნებისა და სტრატეგიის შესახებ გუნდის ინფორმირება;
- შესათანხმებელი/დასაზუსტებელი საკითხების თავმოყრა და რელევანტურ სტეიკჰოლდერებთან გავლა/კოორდინაცია;
- ბიზნეს მიმართულებებს და IT სისტემებს შორის ურთიერთდამოკიდებულებების მეპინგი;
- OKR-ების განსაზღვრა, კოლაბორაცია და შესრულების მონიტორინგი, საკითხების პრიორიტეტიზაცია მენეჯმენტთან;
- პროექტების მომზადება და QBR-ზე კვარტლური გეგმის წარდგენა;
- პროდუქტის/პროცესის კონცეფციის შემუშავება და პიჩინგი;
- ფინანსური მომგებიანობის მონახაზი (საჭიროების შემთხვევაში);
- UX-UI-ს დეტალური გავლა და ქოფირაითინგი;
- User ტესტების მომზადება, იტერაციების დაგეგმვა და ორგანიზება;
- კომუნიკაციის გეგმის შემუშავება როგორც გუნდთან, ასევე სერვისცენტრებთან;
- გაიდლაინების შექმნა;
- ანალიტიკური მონაცემების (gathered from research or selected from database and/or analytical tools) მონიტორინგი და დამუშავება;
- პროდუქტის/პროცესის განვითარების შემდეგი სკოუპების დაგეგმვა;
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
- უმაღლესი განათლება;
- ბანკში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- პროექტის მართვის გამოცდილება და ბანკის შიდა პროცესების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office პროგრამების გამოყენებითი ცოდნა;
- პროექტის მართვის ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებითი ცოდნა;
- ციფრული პროდუქტების პროტოტიპირების მექანიზმების (sketching & wireframing) გამოყენებითი ცოდნა;
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
- კომუნიკაბელურობა;
- ინიციატიურობა;
- დამოუკიდებლობა;
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
- ინფორმაციის დამუშავების, წარდგენის და გადაცემის უნარი;
- დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
- დაგეგმვის, ორგანიზების და კოორდინაციის უნარი;
- პროფესიული განვითარებისადმი მიდრეკილება;
- სამუშაო მიზნების მიღწევაზე ორიენტაცია და პრიორიტეტების დასახვა;
- სტრატეგიული აზროვნება.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთაპლიკაცია
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 9 ნოემბერი.