About the job შიდა აუდიტორი
სს ს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტორის პოზიციაზე ციფრული პროცესების და IT აუდიტის მიმართულებით შიდა აუდიტის დეპარტამენტში.
პოზიციის მიზანია:
კრედო ბანკის არსებული პროცესების (ციფრული პროცესების და IT აუდიტის) დამოუკიდებელი, ობიექტური შიდა აუდიტის ჩატარება, რომელიც დამატებითი ღირებულების შექმნაზე არის მიმართული.
ძირითად ფუნქციები:
- ბანკის ციფრული პროცესების დამოუკიდებელი და ობიექტური აუდიტის ჩატარება;
- IT პროცესების (სისტემების, აპლიკაციების, ინფრასტრუქტურის და უსაფრთოების) აუდიტის ჩატარება, გარე IT აუდიტის მხარდაჭერა;
- ბანკის კონტროლის სისტემის ეფექტურობის შეფასება;
- აუდიტორული დავალებების დასკვნის მომზადების და განხილვის პროცესში მონაწილეობა;
- აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროს ციფრული პროცესების მიმართულებით ან IT აპლიკაციების და სისტემების მიმართლებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ქონდეს IT მიმართულებით პრეცესების გაანალიზების და აღქმის უნარი;
- მინიმუმ 3 წლიანი საბანკო გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
- სასურველია უმაღლესი განათლება
უნარები
- სწავლის და განვითარების უნარები;
- ლოგიკური ანალიზის, ანალიტიკური აზროვნების, დამოუკიდებლად მუშაობის, კონფიდენციალურობის დაცვის უნარები;
- ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი, მათ შორის დეპარტამენტებთან თანამშრომლობის უნარი დისკრეციული უფლების, კონფიდენციალურობისა და ფოკუსირების შენარჩუნების გზით;
- გუნდურობა, თვითგანვითარება, შედეგებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა
ვაკანსიის გამოხმაურების ბოლო ვადაა: 4 ნოემბერი, 2024 წელი
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი