Job Openings რჩეული სერვის ცენტრის მმართველი ზუგდიდში

About the job რჩეული სერვის ცენტრის მმართველი ზუგდიდში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

პოზიცია: რჩეული სერვისცენტრის მმართველი

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 88 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.

#გახდიკრედოელი

პოზიციის მიზანი

მცირე და საშუალო ბიზნესის და პერსონალური საბანკო მომსახურების სერვისცენტრის მმართველის პოზიციის მიზანია, უზრუნველყოს მომხმარებლების მაღალი ხარისხით მომსახურება საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებით და საბანკო სერვისებით, კრედო ბანკის მიზნების და სამუშაო სტრატეგიის შესაბამისად. სერვისცენტრის მმართველი უნდა მიისწრაფოდეს მუდმივი განვითარებისკენ. იგი პასუხისმგებელია სერვისცენტრის მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების, პერსონალური საბანკო მომსახურების პროდუქტების პორტფელის და საბანკო სერვისების მართვაზე, დროული გადახდის შენარჩუნებაზე, ხარისხიან პერსონალიზირებული საკრედიტო და საოპერაციო მომსახურებაზე, გუნდის ეფექტურ მართვაზე, გადაწყვეტილების მიღებასა და გეგმების შესრულების მაღალ მაჩვენებელზე.

ზოგადი პასუხისმგებლობები:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწრება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
  • სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;

სპეციფიური პასუხისმგებლობები

  • საკრედიტო და საოპერაციო პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა და ბიზნესის ქცევის, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის ცოდნა და დაცვა;
  • დადასტურებული ბიზნეს გეგმის შესრულების უზრუნველყოფა თითოელი პროდუქტის ჭრილში;
  • საკრეტიდო პოლიტიკის თანახმად, მის უფლებამოსილებაში არსებული ლიმიტების გათვალისწინებით, სესხის გაცემისას ადგილზე ვიზიტი, სესხების გადაგზავნა პასუხისმგებელ დამამტკიცებელ პირთან;
  • სერვის-ცენტრის საკრედიტო კომიტეტის ჩატარება, კომიტეტის მიმდინარეობის და კომიტეტში მონაწილე წევრების მიერ პოლიტიკისა და პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;
  • სერვის-ცენტრის (საკრედიტო/არასაკრედიტო) პორტფელის, კლიენტების ბაზის კონტროლი, მონიტორინგი;
  • პრობლემებისა და ჩამოწერილი სესხების საკითხების გადასაჭრელად მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცრების/პერსონალური ბანკირების დახმარება რეგიონალურ იურისტთან თანამშრომლობით;
  • სერვისცენტრის საკრედიტო/არასაკრედიტო დავალიანებისა და ვადაგადაცილების მენეჯმენტი;
  • შემოსული განცხადების/აპლიკაციების კონტროლი და მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცრების/პერსონალური ბანკირების მიერ ვიზიტების დროულად განხორციელების უზრუნველყოფა;
  • სერვისცენტრის თანამშრომლების ყოველდღიური მენეჯმენტი;
  • სერვისცენტრის თანამშრომლების მიერ, კლიენტების მომსახურეობის ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა;
  • ორგანიზაციაში მიმდინარე ცვლილებების და სიახლეების გაცნობა თანამშრომლებისათვის;
  • ბიუჯეტის, სერვისცენტრის ხარჯების კონტროლი და მართვა;
  • მომსახურების სტანდარტების შესრულება;
  • სალაროს კვანძის კონტროლი, საოპერაციო პოლიტიკაში გაწერილი პასუხისმგებლობის ფარგლებში; სერვის-ცენტრის ნაღდი ფულით მომარაგების კონტროლი და უზრუნველყოფის პროცესის კოორდინაცია;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონისა და კრედოს მონიტორინგის პოლიტიკის გათვალისწინებით, ვიდეო სათვალთვალო კამერებისა და მისი ჩანაწერების მონიტორინგი;
  • HR-თან ერთად თანამშრომლების აყვანის პროცესში ჩართულობა პოლიტიკის შესაბამისად და კადრის საჭიროებაზე HR-ის დროული ინფორმირება; საჭიროების შემთხვევაში მივლინება-როტაცია ქვეყნის შიგნით;
  • გამართული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა. სერვის-ცენტრის ინტერიერის და ექსტერიერის შენარჩუნება, საჭიროების შემთხვევაში რემონტი და ბანკში სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნის ინიციატივა/ორგანიზება;
  • სერვისცენტრის ერგონომიკული, ადმინისტრაციული და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
  • დროული და გამართული კომუნიკაცია ყველა შესაბამის რგოლთან.
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების სწავლება და განვითარება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მოტივაციაზე ზრუნვა;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია და დროული უკუკავშირის მიცემა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების ყოველდღიერი პერფრომანსის მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
  • თანამშრომლების და რეზერვი თანამშრომლების რესურსის დაგეგმვა და სწორად გადანაწილება.

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება, შემდეგი მიმართულებით: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, საბუღალტრო საქმე ან სამართლალმცოდნეობა;
  • მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება რეგიონში საფინანსო/ საბანკო სექტორში; მათ შორის სულ მცირე 1 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
  • ძლიერი ლიდერობის, მართვისა და ორგანიზების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ფინანსების / ბუღალტერიისა და ბიუჯეტირების საფუძვლების ცოდნა.
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარების და შენარჩუნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სრულყოფილი წერითი და მეტყველების უნარი ქართულ და რუსულ ენებზე, ინგლისური სასურველია;
  • კომპიუტერული, საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა მაღალ დონეზე;
  • საჭიროების შემთხვევაში თავისუფალი გრაფიკით მუშაობის და დროის 40%-ის განმავლობაში ადგილობრივად მოგზაურობის შესაძლებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკოციო ფორმა

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 8 ნოემბერი, 2024 წელი

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.