Job Openings
აგრო გაყიდვების რეგიონალური მენეჯერი სამეგრელოში
About the job აგრო გაყიდვების რეგიონალური მენეჯერი სამეგრელოში
თანამდებობა: აგრო გაყიდვების რეგიონალური მენეჯერი სამეგრელოში
ექვემდებარება: აგრო გაყიდვების განვითარების განყოფილების უფროსს
პოზიციის მიზანი:
- აგრო გაყიდვების რეგიონალური მენეჯერის პოზიციის ძირითადი მიზანია, რეგიონის ჭრილში უზრუნველყოს კრედოს სოფლის კონსულების საქმიანობის ადმინისტრირება, არსებული მსესხებლების შენარჩუნების და ახალი მსესხებლების მაქსიმალური მოზიდვის მიზნით
- კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
- საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
- ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
- ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
- შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწერება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
- სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
სპეციფიკური პასუხისმგებლობები:
- რეგიონის მასშტაბით კონსულების/აგენტების ყოველდღიური მართვა და მათი ადმინისტრირება;
- რეგიონის მასშტაბით კონსულებისთვის დავალებების მიცემა და მათი მონიტორინგი;
- რეგიონის ჭრილში თანამშრომლების შერჩევისა და გათავისუფლებით უზრუნველყოფა;
- კონსულების გეგმების შესრულების და რისკის კონტროლი;
- რეგიონის ჭრილში ხარვეზების მოკვლევა და მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- კონსულებისათვის ტრეინინგების ორგანიზება და ჩატარება;
- პრომოს დაგეგმვა და სრულყოფილად ჩატარების უზრუნველყოფა;
- სერვისცენტრებთან მჭიდრო კოორდინაცია, კომუნიკაცია და მხარდაჭერა.
- კონსულების დარღვევების გამოვლენა და დრიული რეაგირება
- აგრო გაყიდვების მიმართულებით რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვა
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები
- უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების ან საბანკო საქმის მიმართულებით
- საკრედიტო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება,
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე;
- საბანკო პროდუქტების სიღრმისეული ცოდნა;
- საბანკო და საოფისე პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- ეფექტური წერითი საკომუნიკაციო უნარი ქართულად და ინგლისურად;
- სხვა თანამშრომლების სწავლების, კოორდინაციისა და კონტროლის უნარი;
- გუნდურობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- ძლიერი ორგანიზაციული უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობისა და პრობლემათა ეფექტური გადაჭრის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა