Job Openings ციფრული პროდუქტების მრჩეველიი ამბროლაურში

About the job ციფრული პროდუქტების მრჩეველიი ამბროლაურში

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი

პოზიცია: ციფრული პროდუქტების მრჩეველი

სამუშაო ადგილი: ამბროლაური

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 85 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორაციულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედოს ღირებულებებს და მზად იქნება კრედოს მისიის შესასრულებლად.

#გახდიკრედოელ


ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი :

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
  • ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა.

სამუშაო აღწერილობა:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა კრედო ბანკის მობაილ და ინტერნეტ ბანკინგთან დაკავშირებით და აღნიშნული პროდუქტის პოპულარიზაცია.
  • მომხმარებლის მაიკრედოზე რეგისტრირება;
  • უნაღდო კონვერტაციებისა და გზავნილების მიღება / შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
  • კრედო ბანკი-ს ონლაინ საგანვადებო პროდუქტების ეფექტური გაყიდვა და რეკლამირება;
  • განცხადების რეგისტრირება კრედო ბანკის საგანვადებო პორტალზე;
  • კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
  • პროცედურით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოება;

ცოდნა და კვალიფიკაცია:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე და კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
  • პასუხისმგებლობისა გრძნობა;
  • გუნდურობა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 25 მაისი. 


შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.