About the job SME და პერსონალური საბანკო მომსახურების რეგიონალური მენეჯერი
დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი
პოზიცია: SME და პერსონალური საბანკო მომსახურების რეგიონალური მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 95 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდი დანიწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების,სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
სამუშაოს აღწერა:
- ახალი კლიენტის მოზიდვა, საჭიროების დადგენა და რჩეული(საკრედიტო/არასაკრედიტო) პროდუქტების გაყიდვის უზრუნველყოფა;
- რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე სტრატეგიული გეგმების განხორციელება დასახული მიზნების მისაღწევად;
- საჭიროებისამებრ ან/და პროცედურით განსაზღვრულ შემთხვევებში კლიენტებთან/პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, რჩეული (საკრედიტო/არასაკრედიტო) პროდუქტებისა/საბანკო სერვისების შეთავაზებისა და გაყიდვის მიზნით;
- დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის დასახული ინდივიდუალური გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად შესრულებაზე პასუხიმგებლობა და ზედამხედველობა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების კლიენტებზე, განსაზღვრული მოთხოვნების მონიტორინგი და შესრულების უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების პრობლემური კლიენტების პორტფელის მართვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების ქოუჩინგი. მათი განვითარების გეგმის შემუშავება და გეგმის სისრულეში მოყანა;
- თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან პროდუქტის დანერგვის უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების (SME ოფიცრები/ რჩეული ბანკირები) გუნდის ჩამოყალიბება
- კომპანიის /მცირე და საშალო ბიზნეს მიმართულების განვითარება/ დახვეწაში აქტიური მონაწილეობა / ინიციატივების გამოჩენა;
- გაყიდვების გაზრდის მიზნით აქტივობების ინიცირება შესაბამის რგოლთან - მარკეტინგის განყოფილებ, კვლევების განყოფილება და სხვა;
- რეგიონში რჩეული მიმართულების პროდუქტების და პროცედურების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
- რჩეული (საკრედიტო/არასაკრედიტო) პროდუქტების (ახალი/არსებული) ფორმირებასა და დახვეწაში მონაწილეობის მიღება;
- მიმართულების განვითარებისთვის ახალი იდეების ინიცირება;
- სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ.
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
- უმაღლესი განათლება, შემდეგი მიმართულებით: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, საბუღალტრო საქმე ან სამართალმცოდნეობა;
- მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო და არასაკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კარგი მენეჯმენტისა და ორგანიზაციული უნარები;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- კომუნიკაციის დამყარების, მოლაპარაკების დადებითად წარმოების უნარი;
- სრულყოფილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა მაღალ დონეზე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 7 თებერვალი
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
#გახდიკრედოელი