About the job რესტრუქტურიზებული სესხის ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: სს ,,კრედო ბანკი''
თანამდებობა: რესტრუქტურიზებული სესხების ადმინისტრატორი
სამუშაო ადგილი: თბილისი
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 89 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!
პოზიციის მიზანი:
- რესტრუქტურიზებული სესხების ადმინისტრატორის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ გაცემული პრობლემური, რესტრუქტურიზებული სესხების ადმინისტრირება, CSS-ში ანალიზის დაწერა, რაც გამოიხატება კლიენტზე სატელეფონო მოკვლევით შემოსავლების დადასტურებით. ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად, მსესხებლებთან/თავდებებთან ორგანიზაციის სახელით ურთიერთობა.
სამუშაოს აღწერა:
- ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად, პრობლემური, რესტრუქტურიზებული სესხების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან/გარანტორებთან გასაუბრების ჩატარება შემოსავლის დადასტურების მიზნით.
- საქმიანობის კოორდინირება, პრობლემური აქტივების მართვის განყოფილების უფროსთან, პრობლემური სესხების ოფიცერთან, პრობლემური სესხსის მენეჯერთან, ბანკში არსებული რესტრუქტურიზაციის წესის შესაბამისად სესხების დამუშავება.
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (ეკონომიკური განათლება);
- სასურველია საკრედიტო ექსპერტად მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე);
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი;
- მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა:6 იანვარი, 2025 წ.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.