Job Openings
Senior Network VoIP Infrastructure Administrator
About the job Senior Network VoIP Infrastructure Administrator
ქსელის/VoIP ინფრასტრუქტურის უფროსი ადმინისტრატორი
პოზიციის მიზანი:
უფროსი ქსელის/VoIP ადმინისტრატორი პასუხისმგებელია კრედო ბანკში არსებული ქსელური ინფრასტრუქტურის სისტემების მართვასა და ადმინისტრირებაზე ცენტრალურ და სარეზერვო საიტებზე.
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
ზოგადი:
- კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
- საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
- ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
- ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
- სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
- ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, ზედამხედველის მიერ წამოყენებული
ამოცანების შესრულება, შესაძლებლობების ფარგლებში;
სპეციფიკური:
- კრედო ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში (მთავარი, სარეზერვო) არსებული ქსელური ინფრასტრუქტურის და ქსელური სერვისების გამართვა, მხარდაჭერა და ადმინისტრირება;
- ქსელური ინფრასტრუქტურის კომპონენტების მონიტორინგის სისტემის ადმინისტრირება, გამართვა, მართვა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა ალერტიდან გამომდინარე;
- ბანკსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ქსელური კავშირების (VPN) გამართვა და ადმინისტრირება;
- გარე ორგანიზაციებთან არსებული კავშირების (VPN) დოკუმენტაციების მომზადება და განახლებების შეტანა;
- ქსელური ტოპოლიგიის დოკუმენტების მომზადება, ცვლილების შემთხვევაში განახლებების შეტანა და ფიზიკური ქსელური ინფრასტრუქტურის ტოპოლიგიის დოკუმენტაციის შესაბამისად მარკირება;
- ინტერნეტ წვდომების ფილტრების, Firewall და VPN კავშირების მართვა და მხარდაჭერა;
- მარშრუტიზატორების, კომუტატორების კონფიგურაცია და მხარდაჭერა;
- უკაბელო ვირტუალური ქსელის აგება, მხარდაჭერა და მართვა;
- შესასყიდი ქსელური ტექნიკის ან ქსელური სერვისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის ნაწილში ინფორმაციული ტექნოლოგიების შესყიდვების განყოფილების (IT Procurement) მხარდაჭერის გაწევა;
- ბანკში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული პოლიტიკების რეალიზება და დაცვა;
- ბანკში დანერგილი ITSM პროცესების (Incident, Problem, Change და ა.შ) გათვალისწინება და გამოყენება;
- ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება.
- მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
- პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ სერვისებზე პროფილაქტიკური და პრევენციული სამუშაოების ჩატარება;
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.
- სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო ქსელის ადმინისტრატორის ან 1 წლიანი უფროსი ქსელის
- ადმინისტრატორის პოზიციაზე;
- CCNA, CCNP და ITIL სტანდარტების ცოდნა (სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად);
- Switching, Routing პროტოკოლების და VPN ტექნოლოგიები;
- CISCO (Router, Switch, ASA Firewall, Firepower, Nexus, );
- Check Point, Fortigate;
- Ruckus Wi-Fi მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
- TCP/IP, EIGRP, OSPF, BGP, VRF, STP, HSRP პროტოკოლების ცოდნა
- Cisco Call Manager, Asteris/Elastix მუშაობის გამოცდილება;
- სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook და ა.შ);
- ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე, სასურველია B2 დონეზე;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
- გუნდურად მუშაობისა და სიახლეებთან ადაპტირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
- პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
- არის პროაქტიული და აქვს ოუნერშიპის (პრობლემაზე პასუხისმგელობის) მაღალი გრძნობა
- სერვერული ტექნოლოგიების ცოდნა;