Job Openings
Service Desk Team Leader
About the job Service Desk Team Leader
სერვისდესკის პორტალის ჯგუფის უფროსი
პოზიციის მიზანი:
სერვისდესკის ჯგუფის უფროსი პასუხისმგებელია უხელმძღვანელოს სერვისდესკის თანამშრომლებს, ისე რომ მათ უზრუნველყონ IT ოპერაციების სხვადასხვა განყოფილებაში მოთხოვნების სწორი გადამისამართება, შესასრულებელი საკითხების მაღალი ხარისხით შესრულება. გარდა ამისა, SLA-ის დაცვა როგორც გადამისამართების, ასევე პირადად შესასრულებელი საკითხების შემთხვევაში. სერვისდესკის, ცხელი ხაზის და პორტალის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა.
ზოგადი პასუხისმგებლობები:
- კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
- საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
- ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
- ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
- სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
სპეციფიური პასუხისმგებლობები:
- სერვისდესკზე არსებული ჯგუფების მენეჯმენტი;
- სერვისდესკზე SLA-ების სისტემატური განახლება/გადახედვა;
- პორტალის ფუნქციონალის განვითარებასა და გამართულ მუშაობაზე ზრუნვა;
- ავტომატური შეტყობინებების მუდმივი გადახედვა/განახლება, საჭიროების შემთხვევაში დამატება სხვადასხვა სტატუსისთვის;
- კითხვარების მომზადება, გაგზავნა, შედეგების ანალიზი;
- KPI რეპორტი (აქსისისთვის), რეპორტი რეგიონის მიხედვით;
- On hold-ის სტატუსების მართვა (კომენტარის დადება);
- უშუალო ხელმძღვანელისთვის ყოველთვიური და საჭიროების შემთხვევაში ყოველდღიური რეპორტი სხვადასხვა ჭრილში;
- სერვისდესკზე შემოსული ჩავარდილი მოთხოვნების გამოსასწორებლად რეკომენდაციების მომზადება;
- პირველი ხაზის გადამისამართებული მოთხოვნების მართვა /რეპორტინგი;
- ITIL-ის მიხედვით მუდმივი გაუმჯობესების ციკლის შენარჩუნება;
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- IT სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ITIL-ის ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი და შესაძლებლობა;
- წერილობითი კომუნიკაცია;
- სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა, Excel, VBA პრინციპების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე, სასურველია B2 ან ზედა დონეზე;
- საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის მზაობა;
- პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი გრძნობა.